"ხუთოსნები ვართ NATO-ს მიმართულებით" - ლევან ბერძენიშვილი

"ხუთოსნები ვართ NATO-ს მიმართულებით" - ლევან ბერძენიშვილი

"ხუთოსნები ვართ NATO-ს მიმართულებით", - ეს განცხადება "ქართული ოცნება-რესპუბლიკელების" ფრაქციის წევრმა და დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა "რუსთავი 2"-თან საუბრისას გააკეთა. მას მიაჩნია, რომ საქართველოს შეუძლია მეხუთე მუხლის გარეშეც გახდეს NATO-ს წევრი ქვეყანა.

"საქმე ის არის, რომ თუ საქართველო არის NATO-ს წევრი, ჩვენ შეგვიძლია ეს წევრობა მეხუთე მუხლის გარეშეც, ანუ NATO არ იყოს ვალდებული დაიცვას საქართველო რუსეთთან კონფლიქტის დროს. ასე მოხდა გერმანიის შეყვანა NATO-ში. ხუთოსნები ვართ NATO-ს მიმართულებით. სამხედრო თვალსაზრისით საქართველო დღეს აბსოლუტურად შეეფერება NATO-ს წევრობას", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."