ანგოლაგეითის საქმე და ივანიშვილი - რა კავშირი აქვს ექს-პრემიერს იარაღით ვაჭრობასთან

ანგოლაგეითის საქმე და ივანიშვილი - რა კავშირი აქვს ექს-პრემიერს იარაღით ვაჭრობასთან

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი ციხეში 3 წელს გაატარებს. არკადი გაიდამაკი საფრანგეთის ჟანდარმერიამ 6 წლიანი ძებნის შემდეგ, ერთი კვირის წინ დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ "პოსტსკრიპტუმი" ავრცელებს.

საფრანგეთის სასამართლომ ჯერ კიდევ 2009 წელს დაადგინა, რომ გაიდამაკი რუსულ იარაღს ანგოლაში სამოქალაქო ომის დროს უკანონოდ ყიდდა.

1993 წლიდან 2000 წლამდე გაიდამაკის სქემით ანგოლაში 420 ტანკი, 150 ათასი საარტილერიო და 170 ათასი ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი, 12 ვერტმფრენი და 6 სამხედრო გემი გაყიდეს.

იარაღით შვიდწლიანი ვაჭრობის პერიოდში ომით გამდიდრებულებმა 790 მილიონი დოლარი მიიღეს.

ომი აფრიკის კონტიტენტზე რუსული იარაღით და რუსული კომპანიების გამდიდრების ფონზე მიმდინარეობდა. ბომბების სანაცვლოდ იარაღით მოვაჭრეებს ანგოლას საბადოებიდან ალმასი, ხაზინის ანგარიშებიდან კი მილიონები გაჰქონდათ. ფული რუსული ბანკების საშუალებით თეთრდებოდა.

ამის შესახებ საფრანგეთის პროკურატურის საგამოძიებო მასალებშია საუბარი. დოკუმენტებში წერია, რომ ფულის გათეთრების სქემის ერთ-ერთი მონაწილე ბანკი რასიისკი კრედიტი იყო. ამ დროს ბანკის აქციების საკონტროლო პაკეტს ბიძინა ივანიშვილი ფლობდა.

ბიძინა ივანიშვილისა და არკადი გაიდამაკის კავშირების შესახებ ჯერ კიდევ 2006 წელს წერდა ფორბსი. გამოცემას თავად ბიზნესმენებმა უამბეს, რომ 2000 წელს გაიდამაკი ბიძინა ივანიშვილის კრიზისში მყოფი ბანკის რასიისკი კრედიტის აქციების შეძენას აპირებდა. არსებობს სხვა დოკუმენტი, რომლითაც იარაღით უკანონო ვაჭრობის ბრალდებით დაკავებული გაიდამაკისა და ბიძინა ივანიშვილის მჭირდო კავშირები დასტურდება. ასევე არსებობს საფრანგეთის სასამართლოს მიერ გაცემული ცნობა, სადაც წერია, რომ 1992 წელს პარიზში ჩასული ივანიშვილი რაიმონდ პუანკაღეს ქუჩაზე, გაიდამაკის სახლში ცხოვრობდა.

ანგოლაგეითის საქმეზე ივანიშვილის გვარი ჯერ არ ფიგურირებს მაგრამ მისი ყოფილი მეუღლე ინგა პავლოვა ივანიშვილს უჩივის. ინგა პავლოვას ადვოკატი ამბობს, რომ დოკუმენტების გაყალბების საქმეზე ბიძინა ივანიშვილს ჩვენების მიცემა ფრანგი სამართალდამცველებისთვის მოუწევს, უარის შემთხვევაში კი მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."