ადამ მიხნიკი - საქართველოს მთავრობა სიფრთხილეს იჩენს რუსეთთან მიმართებაში, რაც ჭკვიანურია

ადამ მიხნიკი - საქართველოს მთავრობა სიფრთხილეს იჩენს რუსეთთან მიმართებაში, რაც ჭკვიანურია

საქართველოს მთავრობა სიფრთხილეს იჩენს რუსეთთან მიმართებაში, რაც ჭკვიანურია, - ამის შესახებ ცნობილმა პოლონელმა საზოგადო მოღვაწემ, ჟურნალისტმა და დისიდენტმა ადამ მიხნიკმა დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაცხადა, სადაც თემაზე "ევროკავშირი – რეალობა და მოლოდინები" ლექცია წაიკითხა.

ადამ მიხნიკს სთხოვეს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების საქმიანობის შეფასება, რაზეც უპასუხა, რომ ის არ არის ქართველოლოგი და არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, რათა რადიკალური განცხადებები გააკეთოს.

"თუმცა, ჩემი თვალთახედვით, ის პოლიტიკა, რაც აქვს საქართველოს ხელისუფლებას, არ არის ცუდი. გრძელდება პროევროპული კურსი, მაგრამ მათ ესმით, რომ ეს არის გრძელი გზა. ამავდროულად ისინი იჩენენ სიფრთხილეს რუსეთთან მიმართებაში, რაც ჭკვიანურია, თუ გავითვალისწინებთ ომის გამოცდილებას. რა თქმა უნდა, ეს იყო პროვოკაცია რუსეთის მხრიდან, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ მიხეილ სააკაშვილი წამოეგო ამ პროვოკაციას, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელები აფრთხილებდნენ", - განაცხადა ადამ მიხნიკმა და აღნიშნა, რომ "არ არის დრო ნაპოლეონის ენით საუბრის მაშინ, როდესაც შენ ხარ სააკაშვილი". მიხნიკის თქმით, ის ქართულად ვერ კითხულობს, რის შესაბამისადაც, საქართველოს შესახებ მხოლოდ რუსულენოვან პუბლიკაციებს ეცნობა, "რომლებიც ობიექტურობით შეიძლება არ გამოირჩევა, მაგრამ ახლა არავინ წერს, რომ საქართველო არის პოლიციური სახელმწიფო, სადაც ადამიანის უფლებებს არღვევენ".

"როგორც ქართველი, მე, ალბათ, შევხედავდი ერთ ხეს, მაგრამ როგორც პოლონელი ვუყურებ შორიდან მთელ ტყეს. ჩემი შეფასებით, საქართველოში არაა ცუდი სიტუაცია, მაგრამ ქართველები გვანან პოლონელებს იმ მხრივ, რომ რაც არ უნდა იყოს ყოველთვის მაქსიმუმი უნდათ და კმაყოფილები არ არიან", - აღნიშნა ადამ მიხნიკმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."