რიმა ბერაძე "რუსთავი2"-ის ჟურნალისტს მისი განცხადების დამახინჯებაში ადანაშაულებს

რიმა ბერაძე "რუსთავი2"-ის ჟურნალისტს მისი განცხადების დამახინჯებაში ადანაშაულებს

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრის, რიმა ბერაძის "რუსთავი 2"-თან გაკეთებულ განცხადებას, სადაც ის ამბობდა, რომ სოციალურად დაუცველი ადამიანების უფასო სასადილოებში გამოყოფილი დღიური 1 ლარი და 18 თეთრი საკმარისია და ამ თანხაში საჭირო კალორიულობა დაცულია, საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა. ამ საკითხზე დეპუტატმა გადაცემა "არჩევანში" ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი სიტყვები ჟურნალისტმა დაამახინჯა და კონტექსტიდან ამოგლიჯა.

"მან დაამახინჯა ჩემს მიერ ნათქვამი ფრაზა, მან კონტექსტიდან ამოგლეჯილი, დამახინჯებული დეზინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას," - განაცხადა რიმა ბერაძემ.

ამ საკითხზე მასსა და გადაცემის წამყვან გიორგი გაბუნიას შორის კამათი გაიმართა.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."