დავით ნარმანია აცხადებს, რომ ნახევარი მილიონი ხე უკვე დარგეს

დავით ნარმანია აცხადებს, რომ ნახევარი მილიონი ხე უკვე დარგეს

დავით ნარმანია აცხადებს, რომ ნახევარი მილიონი ხე უკვე დარგეს სასტუმრო "რედისონში" თბილისის მერი დავით ნარმანია ერთი წლის მუშაობის ანგარიშის პრეზენტაციას მართავს. ღონისძიებას რამდენიმე მინისტრი, თბილისის მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას ანგარიში 2014 წლის აგვისტოდან 2015 წლის აგვისტოს ჩათვლით წარმოებულ სამუშაოებს მოიცავს.

პრეზენტაციის დასაწყისში ნარმანიამ ის მთავარი პრიორიტეტები ჩამოთვალა, რომელიც დედაქალაქის მერიას გააჩნია.

დავით ნარმანიას თქმით, 240 მიუსაფარ პირზე თავშესაფარი გაკეთდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარების გასაუმჯობესებლად შეიქმნა სამწლიანი გეგმა, რომლის განხორციელებაც მომავალ წელს დაიწყება. ასევე მომავალ წელს დედაქალაქში შემოიყვანენ 200-მდე ახალ ავტობუსს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის პირებზე იქნება ადაპტირებული. ერთ-ერთი გერმანული ფირმის დახმარებით, დედაქალაქში მუშავდება გენერალური გეგმა, ასევე წელს დამტკიცდა ეკოლოგიური სტრატეგია, რომელიც გამწვანების ღონისძიებებს ითვალისწინებს.

დავით ნარმანიას თქმით, დედაქალაქში შემოდგომის ჩათვლით უკვე დაირგო ნახევარი მილიონი ხე.

დედაქალაქის მერის თქმით, ამ მომენტისათვის სამ ხიდს თბილისში უტარდება სარეკონსტრუქციო სამუშაოები, 1 მილიონ კვადრატულ მეტრამდე ახალი გზა დაიგო.

დავით ნარმანიას თქმით, უახლოეს პერიოდში პუშკინის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია დაიწყება. ამისათვის ტენდერი უკვე დასრულდა და მოხდება ორმხრივი მოძრაობის აღდგენა.

ნარმანიამ ისაუბრა საბავშვო ბაღების შესახებაც და აღნიშნა, რომ 240-მდე ბავშვი წელს დამატებით მივიდა საბავშვო ბაღებში. მომავალ წელს იგეგმება ათი ახალი ბაღის მშენებლობის დაწყება.

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."