როგორ ესროლა ავაკოვმა სააკაშვილს წყლით სავსე ჭიქა - სკანდალური სხდომის პირველი კადრები

როგორ ესროლა ავაკოვმა სააკაშვილს წყლით სავსე ჭიქა - სკანდალური სხდომის პირველი კადრები

14 დეკემბერს უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვსა და ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ ავაკოვმა საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე დაწერა. დღეს კი უკრაინის შს მინისტრმა საკუთარ გვერდზე გაავრცელა კადრები, რომელზეც ასახულია, როგორ ესროლა ავაკოვმა სააკაშვილს წყლით სავსე ჭიქა (იხილეთ სხდომის კადრები)

"ცოტა ხნის წინ სააკაშვილმა ჩემ კითხვაზე მის მიმართ - რატომ ჰქონდა ურთიერთობა ურალხიმის რუს ოლიგარქთან ოდესის საპორტო ქარხანაზე და როგორ არის ეს დაკავშირებული ამ ქარხნის პრივატიზაციასთან, მან საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა. ოდესის გუბერნატორი ისტერიკაში ჩავარდა და ყვირილი დამიწყო: "არავის აქვს უფლება მიხეილ სააკაშვილს ასე ელაპარაკოს... შე კორუმპირებულო მინისტრო.. მე კი პატიოსანი ადამიანი ვარ.." - გადმოვიდა პირდაპირ შეურაცხყოფაზე. მე თავი შევიკავე, რომ მისთვის არ დამერტყა და სახეში წყალი შევასხი. დიდი ხანია არ მინახავს ასეთი შეშლილი პოპულისტი... არაფრის თქმის საშუალებას არ იძლეოდა, ყველას აწყვეტინებდა, მათ შორის პრეზიდენტსაც" - წერდა ავაკოვი პოსტში.

ავაკოვის საქციელს უპასუხა მიხეილ სააკაშვილმაც. ექსპრეზიდენტის თქმით, უკრაინის შს მინისტრი პირად შეურაცხყოფაზე გადავიდა, რაზეც მიიღო კიდეც შენიშვნა უკრაინის პრეზიდენტისგან. შემდეგ კი სააკაშვილზე შური იმით იძია, რომ მას წყალი შეასხა.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას პასუხობს

უკრაინის შს მინისტრი სააკაშვილზე - "თავი შევიკავე, რომ მისთვის არ დამერტყა და სახეში წყალი შევასხი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."