"ერთ-ერთ კასეტას "ბაქრაძის საძინებელი" ეწერა" - ვინ შესთავაზა მაკომპრომეტირებელი ჩანაწერები ხაინდრავას და რა ხდება "9+1" -ის გადასაღებ მოედანზე

"ერთ-ერთ კასეტას "ბაქრაძის საძინებელი" ეწერა" - ვინ შესთავაზა მაკომპრომეტირებელი ჩანაწერები ხაინდრავას და რა ხდება "9+1" -ის გადასაღებ მოედანზე

გასულ კვირას მრავალსერიანი დეტექტივის - "9+1" გადაღება ციხის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. როგორ იქმნება ფილმი, რა რეალურ საქმეებზე მოგვითხრობს, ამასთან დაკავშირებით ფილმის რეჟისორი გოგა ხაინდრავა გვესაუბრა:

- ვიდრე " 9+1"-ზე ვისაუბრებთ, საზოგადოებას ვაცნობებ, რომ უკვე დასრულებულია დოკუმენტურ ფილმზე მუშაობა, რომლის იდეაც და სცენარიც მე მეკუთვნის. ეს არის "პოლიგონი", რომელიც მოგვითხრობს, თუ საიდან წამოვიდა ევროპული ცივილიზაცია, ე.წ. ევროპულ ღირებულებებს საფუძვლად რა უდევს...­ იმდენი მსხვერპლი, რაც ქართველ ერს ამ ღირებულებების დასაცავად აქვს გაღებული, მსოფლიოში ძნელად მოიპოვება. ფილმში­ ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე საინტერესო ფაქტებზე მოგვითხრობს, სიუჟეტი საინტერესო ადამიანებთან ინტერვიუების ფონზე მიმდინარეობს.

- " 9+1"– ის გადაღება რა პროცესშია?

- ჯერ 6 სერიაა გადაღებული, გაზა­ფხულისთვის 15 სერია იქნება მზად, რო­მლის ჩვენებასაც დავიწყებთ, დანარჩენ სერიებს პარალელურად გადავიღებთ. სულ 24 სერია იქნება, თითოეული - 40-წუთ­იანი. ეს ფილმი საზოგადოებას 2003-2012 წლებს­ შეახსენებს­. სიუჟეტი ტრაგიკომიკურად ვითარდება.

- ყველაზე შთამბეჭდავი თქვენთვის რომელი სცენა ან ეპიზოდია?

- ციხის კადრები. მე დავპირდი "ნაციონალურ მოძრაობას", რომ ნიურნბერგის პროცესს მოვუწყობდი. ამ ფილმით სწორედ ამას ვაკეთებ. ფილმს საფუძვლად უდევს სასამართლო პროცესი, სადაც საქმეები ირჩევა და შემდეგ მთავარ გმირებზე (მათ ცხოვრებაზე) გადადის ყურადღება...

18 ათას საქმეს გავეცანით. ამაზე მუშაობდა 4 ჟურნალისტი, 4 სხვა თანამშრომელიც და 5 სცენარისტი.

700 ინტერვიუ გვაქვს ჩაწერილი იმ ადამიანებთან, ვინც იჯდა ციხეში, ვინც აწამეს და ა.შ. მათი მონათხრობი სცენარის შექმნაში გვეხმარებოდა. მათში ყველა მონაწილეობს,­ პრეზიდენტით დაწყებული, უკანასკნელი "კლუ­ჩნიკით" დამთავრებული.

ფილმის სიუჟეტის განსავითარებლად ზურაბ ჟვანიას, სანდრო გირგვლიანის, სერგო თეთრაძის, როინ შავაძის, ზურაბ ირემაძის და სხვათა საქმეები გვაქვს აღებული.

- საზღვაო ძალების სარდლის, ზურაბ ირემაძის სიკვდილი წინა ხელისუფლებას რამით უკავშირდება?

- ირემაძე მოკლეს იმიტომ, რომ ხელისუფლებას კონტრაბანდულ საქმიანობაში ხელს უშლიდა. იმხანად ყოველ წელიწადს ჩვენი ტერიტორიის გავლით 7 ტონა ჰეროინი გადიოდა და გადმოდიოდა. ამიტომაც ჩამოიცილეს ირემაძე.

- საინტერესოა, ფილმში ჟვანიას მკვლელობას რას უკავშირებთ?

- ფილმში ნაჩვენები იქნება, რომ ჟვანია წინა ხელისუფლებას ხელს ბევრ რამეში უშლიდა. ცხადია, ფილმს გამოძიების პრეტენზია არა აქვს, ის დეტექტივია, რომლის მეშვეობითაც მსურს, ყველა ჩვენგანს საკუთარი თავი დავანახო. ვიღაც ხომ იმ რეჟიმს უცეკვავდა, უმღეროდა, ტაშს უკრავდა, ჯილდოებს იღებდა. მათაც საკუთარი თავები უნდა ამოიცნონ!

- ერთ-ერთ გადაცემაში თქვით, რომ ხელში­ გეჭირათ კასეტა, რომელსაც "ბაქრაძის საძინებე­ლი" ეწერა. კასეტა თქვენთან როგორ მოხვდა?

- წინა ხელისუფლების წარმომადგენლები რომ გაიქცნენ, შემდეგ ჩემზე სცადეს გამოსვლა... შემხვდნენ უკრაინაში და ამ კასეტების ყიდვა შემომთავაზეს. ერთ-ერთს ზედ "ბაქრაძის საძინებელი" ეწერა.

იხილეთ გაგრძელება

კახა კალაძე ე.წ. ზეემკას დასახლებაში ნახევრად დაგებულ გზაზე - ადამიანების ჯგუფმა დახაზვითი სამუშაოები ჩაატარა, რომ გამოეყვანათ, როგორი უნიათოა მერია

"შემთხვევით აღმოვჩნდი იქ" - ირაკლი შოთაძე ადასტურებს, რომ ხაზარაძეს, ჩხარტიშვილსა და ივანიშვილს შორის გამართულ შეხვედრას ესწრებოდა

"ბავშვები არ შიმშილობენ... თუ ვინმე შიმშილობს, ე.ი ოპოზიციამ აშიმშილა" - "ოცნების" დეპუტატი