"ბესელიამ გამოთქმები შეარჩიოს და თათხვას მოეშვას" - ელისაშვილი

"ბესელიამ გამოთქმები შეარჩიოს და თათხვას მოეშვას" - ელისაშვილი

"ბესელიამ გამოთქმები შეარჩიოს და თათხვას მოეშვას. მე მასთან სადებატო არაფერი მაქვს," - ასე გამოეხმაურა ტოკშოუ არჩევანში ეკა ბესელიას ალეკო ელიაშვილი და განაცხადა, რომ ბესელია-კობახიძესთან დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს.

"მე ბესელიას და კობახიძეს შევხვდები საგამოძიებო სივრცეში. სადებატო არ მაქვს არაფერი, ეს პოლიტიკური საკითხი არ არის. ეს არის დანაშაული. რეპლიკებს და კომენტარებს კი არ ვაკეთებ, მე ვამბობ, რომ ეს პოლიტიკოსები ადამიანის ბედით ვაჭრობდნენ. პროკურატურა სიმართლის დადგენის სივრცე არ აღმოჩნდა და ეს სივრცე უნდა შეიქმნას პარლამენტში. თვალების ფერზე და ასეთ თემებზე მე არ ვლაპარაკობ. ბესელია ლანძღვა-თათხვას მოეშვას. ელისაშვილი ვარ, სავანის უბნიდან წარმოშობით. გამოთქმები შეარჩიოს," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."