"ცოტა ხანი მოიცადეთ" - ზურაბ აბაშიძე პრემიერის შესაძლო გადადგომაზე

"ცოტა ხანი მოიცადეთ" - ზურაბ აბაშიძე პრემიერის შესაძლო გადადგომაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის შესაძლო გადადგომის შესახებ არაფერი იცის. ასე უპასუხა აბაშიძემ ჟურნალისტების კითხვას, ადასტურებდა თუ არა ის გავრცელებულ ინფორმაციას და ჰქონდა თუ არა პრემიერთან კომუნიკაცია ბოლო დღეებში.

"ნამდვილად არაფერი ვიცი. ბოლო კომუნიკაცია გუშინწინ მქონდა. ნამდვილად თუ დამიჯერებთ არაფერი ვიცი. თქვენ იცით რამე? რაც არ ვიცი რა ვთქვა. ვიზებზე მოგიყვებით რამდენსაც გნებავთ. მე მნიშნავენ წყალქვეშა სამხედრო ფლოტის მთავარსარდლად, ეს ზუსტად ვიცი. ნამდვილად არ ვიცი არაფერი. მოიცადეთ ცოტა ხანი, აქ ხართ მაინც", - განუცხადა ჟურნალისტებს აბაშიძემ.

კითხვაზე, რა მოხდება ცოტა ხანში, აბაშიძემ განაცხადა, რომ უბრალოდ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტები მოდიან.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."