რატომ აქცია ზურგი ივანიშვილმა ღარიბაშვილს

რატომ აქცია ზურგი ივანიშვილმა ღარიბაშვილს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან ისე გადადგა, საზოგადოებამ ინფორმაციის სრულად გაცნობიერებაც ვერ მოასწრო. სიტყვის დასასრულს მან მადლობა ოჯახს, მეუღლესა და შვილებს გადაუხადა, თუმცა არ გახსენებია ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი, რომლის მემკვიდრედაც ის 2013 წელს დასახელდა და რომლისთვისაც სამადლობელ სიტყვებს არასდროს იშურებდა. ერთი შეხედვით, ღარიბაშვილი ცდილობდა მშვიდად ყოფილიყო, თუმცა მისი პათოსი და ისიც, რომ მხოლოდ კამერების წინ მოისურვა გადადგომის თაობაზე განცხადების გაკეთება, პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ მთლად თავისი ნებით არ მიუღია ეს გადაწყვეტილება.

რატომ გადადგა ასე მოულოდნელად ირაკლი ღარიბაშვილი? ეს არის მთავარი კითხვა, რომელზეც პასუხი საზოგადოებას ყველაზე მეტად აინტერესებს.

ექსპერტ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, ამის მიზეზი მომავალი საპარლამენტო არჩევნებია, რომელშიც მონაწილეობა მმართველმა კოალიციამ აუცილებლად გადახალისებული შემადგენლობით უნდა მიიღოს. გადადგომის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის პირველივე წუთებიდან დაიწყო ლაპარაკი, რომ ღარიბაშვილი პარტია "ქართულ ოცნებას" ფიქტიურად კი არა, ფაქტობრივად ჩაუდგებოდა სათავეში და კოალიციის საარჩვენო სიის პირველი ნომერი იქნებოდა და ეს გადაწყვეტილებაც ამიტომ იყო მიღებული, თუმცა ეს რომ ასე იყოს, ალბათ სპეციალურად გაკეთებულ განცხადებაში ღარიბაშვილი ორიოდე სიტყვით ამას როგორმე ახსენებდა. ჩვენი ერთ-ერთი წყაროს მტკიცებით კი ღარიბაშვილმა აქამდეც რამდენჯერმე დააპირა წასვლა, მათ შორის დაახლოებით ერთი წლის წინანდელი ე.წ. ჯანყარაშვილი-ჩხენკელების სკანდალისას, თუმცა მაშინ ბიძინა ივანიშვილმა შეგირდი მხოლოდ მკაცრად გააფრთხილა და წასვლის უფლება არ მისცა.

ჩვენივე წყაროს მტკიცებით, პრემიერობიდან წასვლას ღარიბაშვილი მას მერეც ფიქრობდა, თუმცა არამც და არამც ახლა. ყველაფრის მიზეზი კი გახდა მისი და იუსტიციის საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის შეხვედრა. როგორც კულუარებში ამბობენ, ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი გადადგომამდე ორი დღით ადრე ლევან მურუსიძეს შეხვდა. შეგახსენებთ, წინა ხელისუფლების დროს, სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის გახმაურებული საქმეების მოსამართლე, ლევან მურუსიძემ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, რომ მას უვადო მოსამართლედ დანიშვნა სურს. მურუსიძის სურვილმა საზოგადოებაში კიდევ ერთხელ გაამძაფრა განცდა, რომ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენაზე საუბარი აბსოლუტურ ილუზიად იქცა. ამბობენ, რომ ლევან მურუსიძე ირაკლი ღარიბაშვილს კონკრეტული წინადადებით შეხვდა - მან პრემიერს სასამართლოში მის გარემოცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი საქმეების განხილვები შეახსენა და იმასაც დაპირდა, თუ სააპელაციო სასამართლოში დანიშვნის გარანტიას მიიღებდა, მოსამართლეებთან "ტენდერების საქმეებზე" პრემიერის ახლობლების წინააღმდეგ განაჩენი არ დადგებოდა. კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილისა და ლევან მურუსიძის მოლაპარაკების შესახებ ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილამდე იმ დღესვე მივიდა, რომელმაც კონკრეტული გადაწყვეტილებაც მეორე დღეს მიიღო.

სავარაუდოდ, ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელობის დაბნეულობაც ამით აიხსნება - ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა სწორედ ერთი დღის წინ მოულოდნელად გადაწყდა განაგრძეთ კითხვა "კვირის პალიტრის" საიტზე

რუსუდან შელია

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."