"რა ვუთხარი იმ ხალხს, ვინც მას მხოლოდ მაშინ უკმევდა საკმეველს, როცა მაგრად იყო" - ინგა გრიგოლია უგულავას მხარდაჭერას განმარტავს

"რა ვუთხარი იმ ხალხს, ვინც მას მხოლოდ მაშინ უკმევდა საკმეველს, როცა მაგრად იყო" - ინგა გრიგოლია უგულავას მხარდაჭერას განმარტავს

გუშინ პრეზიდენტის სახელზე მიმართვა გავრცელდა, რომელსაც უამრავი ცნობილი ადამიანი აწერდა ხელს. მიმართვის ავტორები პრეზიდენტს თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას შეწყალებას თხოვდნენ, თუმცა პრეზიდენტმა გუშინვე განაცხადა, რომ უგულავას არ შეიწყალებს. ხელმომწერთა შორის იყო ჟურნალისტი ინგა გრიგოლიაც, რასთან დაკავშირებითაც მან "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტიც დაწერა.

"სხვა რომ აღარაფერი ვთქვა, ვიტყვი მხოლოდ ერთს.... საკრებულოში ჩემი მუშაობის დროს, არ მახსენდება არც ერთი გაჭირვებული მოქალაქე, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა და თხოვნით მოსულა, რაზეც დედაქალაქის მაშინდელ მერს, გიგი უგულავას უარი ეთქვა როდესმე.... არასოდეს მიმიღია სოციალურად ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანის დახმარებაზე გიგისგან უარი.... თუნდაც მხოლოდ ამიტომ მოვაწერდი ხელს პრეზიდენტისთვის გაგზავნილ ამ ტექსტს... ნუ, კაშნეაფარებული მიკროფონით რომ დარბოდა, როცა ჟურნალისტი იყო, იმ დროიდან მეგობარი როა, ამას და სხვა რაღაცეებს აქ აღარ დავწერ ))))))))))))))))))))... მოკლედ, მე ვარ იმ ადამიანების რიცხვში, ვინც გიგის შეწყალებას ხელი მოაწერა...)))))))", - დაწერა ინგა გრიგოლიამ

პოსტს კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა, რის გამოც ჟურნალისტს განმარტების გაკეთება მოუხდა.

"არასოდეს მეგობრები გამოყენებისთვის, გარემოებებისა და პოლიტიკური ხედვების მიხედვით არ შემირჩევია)))))))) არასოდეს არც ერთი ივენთი წლიდან წლამდე ჩემი მეგობრების სამუშაო ადგილის მიხედვით არ დამიგეგმავს ))))))))) არასოდეს არც ერთ ადამიანთან იმის გამო არ მიმეგობრია, რომ მჭირდებოდა რამეში )))))))) არასოდეს არ მყვარებია არც ერთი მეგობარი მათი პოლიტიკური თუ სოციალური პოზიციის გამო..... ))))) ჩემი მეგობრები ძლიერებიც მიყვარს და დაცემულებიც......))))) ხოდა, ამიტომაც მიყვარს ჩემი ცხოვრება და ჩემი ნაღდი მეგობრები)))))

დღეს ბევრი შენიშვნა და ლანძღვა მივიღე ჩემი ერთი მეგობრის გამო, რომლის შეწყალების თხოვნასაც ხელი მოვაწერე.... მერე დავფიქრდი და მივხვდი, რა მაგარია, რომ მოვაწერე ხელი... კიდევ ასჯერ მოვაწერ. აბა, მე რა ვუთხარი იმ ხალხს, ვინც მას მხოლოდ მაშინ უკმევდა საკმეველს, როცა მაგრად იყო ((((((((( თან როგორ უკმევდა (((((( ხოდა კიდევ ბევრჯერ დავუდგები ჩემს. მეგობრებს გვერდით... იმიტომ რომ ყველა ჩემი მეგობარი გულით მიყვარს

არაფერი ამ ხალხს არ ეშველება.... არა!!

ეხლა დავწერ ერთ რაღაცას, რაც აქამდე არ დამიწერია ((((((((((((( მე 70 პროცენტი მხოლოდ მიყენებდა თურმე (((((( 20/30 პროცენტი შემრჩა მეგობარი", - წერს გრიგოლია.

იხილეთ ასევე: საზოგადოების ცნობილმა სახეებმა გიგი უგულავას შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართეს

პრეზიდენტი გიგი უგულავას არ შეიწყალებს

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."