"საქართველოს დამსახურებული უზრდელი ვარ მე, ვოლსკიმ ეგრე თქვა და აბა არა?!"

"საქართველოს დამსახურებული უზრდელი ვარ მე, ვოლსკიმ ეგრე თქვა და აბა არა?!"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ მარიამ საჯაიას უზრდელი უწოდა. შესაბამისი ეპითეტით ვოლსკიმ საჯაია რიგგარეშე სხდომაზე მას შემდეგ მოიხსენია, რაც შენიშნა, რომ მისი სიტყვით გამოსვლისას ოპონენტი კოლეგა სხვა დეპუტატებთან საუბრობდა. "მგონია, რომ დეპუტატმა საჯაიამ გადააჭარბა ყველაფერს. ცოტა უზრდელურია, ჩემი შვილის ტოლა ბრძანდებით. რა საკვირველია, პოლიტიკაში წლოვანება არ არსებობს, მაგრამ არ შეიძლება გქონდეს განცდა იმის, რომ ესოდენ კარგი შესახედავი მანდილოსანი, რომელიც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში მონაწილეობს, არის ელემენტარულად უზრუნელი. ეს არის ძალიან ცუდი", - განაცხადა ვოლსკიმ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის კრიტიკა, მარიამ საჯაიას გამოსვლამ დაიმსახურა, რომელმაც დარბაზში მყოფ ადამიანთა უმრავლესობას "იმ ბრძენი კაცის ავატარები" უწოდა, შემდეგ კი შეუსრულებელი დაპირებები შეახსენა მთავრობას. მისივე თქმით, ახალგაზრდებს, რომლებსაც უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა "პომპონჩიკიანი ლიბერალები" უწოდა, საქართველოში ყოფნის სურვილი აღარ აქვთ, რადგან "აქ ერთადერთი განცდა აქვთ - უპერსპექტივობის განცდა, რომ თუ ნაცნობი არ გყავს ვერ დასაქმდები. ამიტომ, მხოლოდ და მხოლოდ რჩებათ ის, რომ წავიდნენ საქართველოდან და ქვეყანა რჩება თქვენნაირების ხელში".

მოგვიანებით ფეისბუქის პირად გვერდზე მარიამ საჯაია ვოლსკის მიერ მის მიმართ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. "საქართველოს დამსახურებული უზრდელი ვარ მე. ვოლსკიმ ეგრე თქვა და აბა არა?! მე უფრო კორექტულად ვეტყვი, რომ მისი მხრიდან ჩემ მიმართ წარმოთქმული სიტყვები არის ეიჯიზმი და სექსიზმი (წერტილი). ისე კი "იბიარდივით" კი დაემართა ბატონ ვოლსკის" - წერს საჯაია.

იხილეთ ვიდეო

ასევე დაგაინტერესებთ: მარიამ საჯაიას გამოსვლა პარლამენტში, რომელსაც ვოლსკის და კვაჭანტირაძის უხეში გამოხმაურებები მოჰყვა

"პარტიის წევრი არ ვარ, ბატონი გიორგის მეგობარი ვარ... აქ ვიყავი, როგორც მისი მხარდამჭერი" - კახა საბანაძე

"არასდროს არავისი პროექტი არ ვყოფილვარ... ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია არ მქონია" - გიორგი გახარია

ექსმაღალჩინოსნები, სამართალმცოდნეები, ყოფილი პოლიციელი... - ცნობილია, ვინ იქნებიან გიორგი გახარიას პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები