ბიძინა ივანიშვილი - ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვეტილების მიღება "ცოტა იჩქარა"

ბიძინა ივანიშვილი - ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვეტილების მიღება "ცოტა იჩქარა"

ირაკლი ღარიბაშვილი პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე გადადგა, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, ღარიბაშვილის თანამდებობიდან წასვლის თემის კომენტირებისას, გადაცემა "2030-ში" განაცხადა. ივანიშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომამდე მასთან კონსულტაციები ჰქონდა, თუმცა რაიმე ტიპის ზეგავლენა არ მოუხდენია. "ცდილობენ ოპონენტები, რომ ეს მე მომაწერონ - ეს ასე არ არის. მე მქონდა რჩევები ადრეც, ამ დროსაც და მომავალშიც მექნება. თუმცა რჩევები რჩევებად რჩებოდა.. გადაწყვეტილება მიიღო ირაკლი ღარიბაშვილმა. ეს იყო მისი პირადი გადაწყვეტილება. რჩევები და კონსულტაციები ძალიან ბევრ თემაზე გვქონდა, თუმცა ირაკლი ისე აკეთებდა, როგორც საჭიროდ თვლიდა და მე არანაირი ბერკეტი არ გამაჩნდა", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. რაც შეეხება იმას, რომ გუნდის წევრები არ იყვნენ ინფორმირებულები პრემიერის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა გადაწყვეტილების მიღება "ცოტა იჩქარა". "რაც შეეხება გუნდს, გუნდის ძალიან ბევრი წევრი იყო დაბნეული, რამეთუ არ იყვნენ ინფორმირებული. მე და ირაკლის გვქონდა რამდენიმე შეხვედრა ამ საკითხთან დაკავშირებით და გვქონდა ერთნაირი შეხედულებები. ჩვენ დროსთან დაკავშირებით ვიყავით განსხვავებულ პოზიციაზე. ირაკლიმ იჩქარა ბოლო დროს, შეიძლებოდა ეს უფრო გვიანაც მომხდარიყო და შესაბამისად ვერ მოხდა ინფორმირება გუნდის ყველა წევრის", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."