ივანიშვილი - ელისაშვილის მიერ წამოწეული თემა კეთდება მარგველაშვილის ხელით და ამის უკან დგას "ნაციონალური მოძრაობა"

ივანიშვილი - ელისაშვილის მიერ წამოწეული თემა კეთდება მარგველაშვილის ხელით და ამის უკან დგას "ნაციონალური მოძრაობა"

ალეკო ელისაშვილის მიერ წამოწეული თემა კეთდება გიორგი მარგველაშვილის ხელით და ამ ყველაფრის უკან დგას "ნაციონალური მოძრაობა", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა "2030"-ის ეთერში საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ელისაშვილი "რაღაც აღმოჩენებს აკეთებს. "ელისაშვილის პრობლემა მარტივია ასახსნელად. ეს კაცი გამოდის და რაღაც აღმოჩენებს აკეთებს. ერთი და იგივე ხალხისგან, ერთი და იმავე ჯგუფისგან არის ეს ორგანიზებული და ცდილობენ დაადგინონ, რაც "ნაციონალურ მოძრაობას" და "რუსთავი 2"-ს აწყობს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ იყვნენ. მათ უნდათ დაამახინჯონ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებული პროცესი ისე, თითქოს ფულის გასაკეთებლად მოხდა მთელი ეს პროცესი. მურუსიძის თემა და ეს თემა ერთი და იმავე ხალხმა აწია ძალიან მაღლა". ამ ყველაფრის უკან დგას "ნაციონალური მოძრაობა" და მათ თამაშს თამაშობენ. ეს ყველაფერი პრეზიდენტ მარგველაშვილის ხელით კეთდება", - განაცხადა ივანიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."