ბესელია "ბესელკების" გარეშე

ბესელია "ბესელკების" გარეშე

თბილისში საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა. ტრადიციულად, მსვლელობის მონაწილეებს დღესასწაული პარლამენტთან დეპუტატებმა მიულოცეს. პარლამენტარებმა მეალილოეებს ტკბილეული გადასცეს. დეპუტატებს შორის იყო ეკა ბესელიაც, რომლის ჩაცმულობამ გასული წლის ალილოზე დიდი რეზონანსი გამოიწვია. მაშინ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თეთრი ტანსაცმლითა და ჩექმებით შეეგება მეალილოეებს. მოგვიანებით, მის ფეხსაცმელს ნიკა მელიამ სახელი - "ბესელკები" შეურჩია, რაც 2015 წლის ფრთიან ფრაზად იქცა.

წელს პარლამენტარმა მკვეთრ ფერებზე და ორიგინალურ აქსესუარებზე უარი თქვა და ალილოს მონაწილეებს კლასიკურ ფორმაში გამოწყობილი დახვდა. "ბესელკების" ნაცვლად წელს ბესელია შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით მივიდა ღონისძიებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ:

''ბესელკების'' მფლობელის სტილი

ეკა ბესელიამ საზოგადოება ინგლისურის შემდეგ ჩაცმულობით "დაშოკა"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."