რაში ხარჯავს 2500-მდე სსიპ წლიურად 1,5 მილიარდამდე ლარს

რაში ხარჯავს 2500-მდე სსიპ წლიურად 1,5 მილიარდამდე ლარს

საქართველოში დაახლოებით 2500-მდე სსიპ-ი (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) და აიპ-ია (არასამეწარმეო იურიდიული პირი), თუმცა ბიუჯეტის ანგარიშგებაში მხოლოდ რამდენიმე ასეულია შეყვანილი. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაც მხოლოდ მათზე ვრცელდება. ამ მონაცემებით, 2016 წელს სსიპ-ებისა და აიპ-ების ბიუჯეტი 1,5 მლრდ ლარს შეადგენს, საიდანაც 45% სახელმწიფო ბიუჯეტიდან ივსება, დანარჩენი 55% კი "კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლებიდან". სხვა დეტალები, მაგალითად, ფინანსების ხარჯვასთან დაკავშირებით არსად ჩანს, რაც ეჭვს აღძრავს.

საჯარო სამართლის იურიდიული პირების ფინანსური შემოსავალი ყოველთვის კრიტიკის საგანი იყო. 2010 წელს აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით სპეციალური მოკვლევა ჩაატარა კონტროლის პალატამაც. იმ პერიოდში ქვეყანაში სულ 2400-მდე სსიპ-ი მოქმედებდა და ბიუჯეტს გარეთ დაახლოებით 800 მლნ ლარი ტრიალებდა. დღეს სსიპ-ების რაოდენობა გაიზარდა და შესაბამისად, იმ თანხის მოცულობამ, რომელიც ბიუჯეტს გარეთაა, 1,5 მლრდ ლარსაც გადააჭარბა. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ყველა უწყებაშია და მათ შორის, ზოგიერთ სამინისტროს 3-4 სსიპ ექვემდებარება. მათი დაფინანსება ზედამხედველი სამინისტროს ბიუჯეტიდან, გრანტებიდან და სხვადასხვა მომსხაურებაზე, სერვისებზე დაწესებული საფასურიდან ხდება.

მიუხედავად ამისა, წლების განმავლობაში აღნიშნული უწყებების ფინანსებს როგორც წინა, ასევე მოქმედი მთავრობა რატომღაც არ ასაჯაროებდა. იურისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ მედიისა და არასამთავრობო სექტორის აქტიურობის შემდეგ ფინანსთა სამინისტრომ სსიპ-ებსა და აიპ-ებთან დაკავშირებით ფინანსური მაჩვენებლის გამოქვეყნების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ეს საკმარისი არ არის. "უკვე მეორე წელია მთავრობა სსიპ-ებისა და აიპ-ების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ეს არის სწორი, მაგრამ არასაკმარისია, რადგან მას გამჭვირვალობა აკლია. კარგია, მაგრამ ესაა მხოლოდ ციფრები და მეტი არაფერი. აქვე გასათვალისწინებელია, რომ არ გვაქვს სრული სურათი, რადგან საბიუჯეტო ანგარიშგებაში მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირების ნაწილია მოხვედრილი, არადა, მათი რაოდენობა 2500-საც კი აჭარბებს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ალაფიშვილმა განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."