კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:27 / 13-01-2016
"პირველი ტესტი კვირიკაშვილისთვის" - ვინ გამოემშვიდობება მინისტრობას?
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პოსტის დაკავებისთანავე დაანონსა, რომ სამთავრობო ცვლილებებს გეგმავდა, შესაბამისად, საზოგადოება ამ ცვლილებების მოლოდინშია. ვრცელდება ინფორმაცია სავარაუდო ცვლილებების შესახებ.

გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს:

"სამთავრობო ცვლილებები პირველი ტესტი იქნება კვირიკაშვილისთვის. ამ გამოცდაში ღარიბაშვილი ჩაიჭრა. ის ვერ გამოვიდა ივანიშვილის ჩრდილიდან. მისი პრემიერობისას მიღებული ყველა გადაწყვეტილება ივანიშვილთან ასოცირდებოდა. კვირიკაშვილმა უნდა მოახერხოს და დაანახოს ყველას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - გარეთ, რომ დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რაც დაგვარწმუნებს მის დამოუკიდებლობაში, იქნება სამთავრობო ცვლილებები. ეს თვალნათელს გახდის, შეუძლია თუ არა მას საკუთარი გუნდის ჩამოყალიბება და სამთავრობო ვერტიკალის დალაგება... ამიტომ ველი, რომ ცვლილებები უახლოეს მომავალში განხორციელდება. ეს, ალბათ, არ იქნება მასშტაბური, მაგრამ მნიშვნელოვანი კი უნდა იყოს..."

კონკრეტულად რომელი მინისტრები შეიცვლებიან? - ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი უცნობია, თუმცა მედია რამდენიმე მინისტრის შეცვლის ალბათობას აქტიურად განიხილავს. ესენი არიან: განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძეზე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა
You must have Flash Player installed in order to see this player.
ზაქარეიშვილი. ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლებელია საერთოდ გაუქმდეს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, შესაბამსიად კი სავარძლის გარეშე დარჩეს გელა დუმბაძე. გიორგი მღებრიშვილის შესაძლო შეცვლის სავარაუდო მიზეზად სახელდება ის, რომ ის მაინც ექსპრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის კადრად მიიჩნევა. შს მინისტრობის შესაძლო კანდიდატად კი მედია უკვე მერამდენედ ასახელებს ანზორ ჩუბინიძეს - ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილ უფროსს.

ვიდეო| "გაზპრომთან" მოლაპარაკებების ახალი დეტალები

გაგრძელება

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.
გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა
03:09 / 14-01-2016
„წინა ხელისუფლების დროს, არ იყო საუბარი რომ მილსადენი მაინცდამაინც რუსეთზე გაყიდულიყო“. ამის შესახებ „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს.

ამაზე იტყვიან, ჩემი შენ გითხარი გული მოგიკალიო....ყველაფერი რუსებს გადასცეს და კიდევ ესენი არიან დიდ გულზე
მაინც არაფერი ეშველებათ ნაცებს
22:29 / 13-01-2016
ენერგეტიკის მინისტრი ასევე გადასაყენებელია. ჩვენს სოფელში 2 წელია ქუჩის ერთ მხარეს ბუნებრივი გაზია და მეზობლები თვეში იხდიან 5-7ლარს,ხოლო ქუჩის მეორე მხარეს სამუშაოები მიატოვეს და მოსახლეობას გვიწევს თხევადი გაზის ბალონებით შესყიდვა, რაც გვიჯდება გაჭირვებულ მოსახლეობას თვეში 50-60 ლარი. ერთისიტყვით 2 წელია ნერვები დაგვაწყვიტეს. არ დაბლოკოთ
აფენელი
მსგავსი სიახლეები
"მე ვფიქრობ, რომ ეს არის მენეჯმენტის მხრიდან პოლიტიკური კომპონენტის გამორიცხვა
"გაზაფხული საქართველოში მშიერი თვეებია და სოციალური ფონიდან ყურადღების გადასატანად ეს იდეა გამოიყენეს"
"უმრავლესობას პრეზიდენტის მიმართ არაჯანსაღი და აბსურდული დამოკიდებულება აქვს"
"უფრო ლოგიკური მეჩვენება უსუფაშვილ-ხელისუფლების ფარული ალიანსი, ვიდრე უსუფაშვილ-მარგველაშვილის ერთობლივი თამაში"
"პოლიტიკური ელიტა უსუსური აღმოჩნდა და ქუჩაში დაგდებული ძალაუფლება ხელში ვერ აიღო"
"ადამიანები, რომლებიც ასეთი ტიპის განცხადებებს აკეთებენ, ღრმად არ იცნობენ პრობლემას და საკითხს"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:24 / 30-04-2017  Image თბილისში, ზესტაფონის ქუჩის ერთ-ერთი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
"ვისაც საჭიროება ექნება, რომ დავაკმაყოფილოთ დროებითი ფართით, გამგეობა ამას უზრუნველყოფს"
13:37 / 30-04-2017  Image ბრძოლებში დაბადებული ჯარის ისტორია - ქართული შეიარაღებული ძალები 26 წლისაა!
1992 წელს ფორმები რომ დაგვირიგეს, ჯერ ეროვნული არ გვქონდა, ისევ საბჭოთა გვერგო
16:21 / 30-04-2017  Image ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი დაქორწინდა - პატარძლის გრანდიოზული კაბა და კადრები ქორწილიდან
წვეულების ბოლოს წყვილმა 7-სართულიანი ტორტი გაჭრა
12:29 / 30-04-2017  Image საბჭოს მოედანზე ქვეითად მოსიარულე ქალს მანქანა დაეჯახა
დაშავებულს მრავლობითი ტრავმები აღენიშნება
11:11 / 29-04-2017  Image ლისის ტბა, კუს ტბა და თბილისის ზღვა - საინტერესო მონაცემები დედაქალაქის წყალსაცავების შესახებ, რომელიც ბევრმა არ იცის
თითოეულს თავისი დანიშნულება და ფუნქცია აქვს, თუმცა მათ ერთი რამ აერთიანებთ
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49