ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
12:11 / 15-01-2016
ვინ არის სააკაშვილის ფავორიტი იულია მარუშევსკაია - 26 წლის ლამაზმანის გზა youtube-დან მაღალჩინოსნობამდე
ევრომაიდანის სახე მსოფლიოში, გზა youtube-დან მაღალჩინოსნობამდე, სააკაშვილის გუნდის ფავოროტი - ეს ოდესის ოლქის საბაჟოს უფროსი 26 წლის იულია მარუშევსკაიაა.

იულია მარუშევსკაია საზოგადოებაში პირველად ევრომაიდანის დროს გამოჩნდა. გამოჩენა იმდენად ეფექტური იყო, რომ ის მსოფლიოში 8 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიცნო. ვიდეორგოლში მაიდანზე მომხდარ ამბებზე საუბრობდა და მსოფლიოს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა.

დაიბადა 1989 წლის 2 ოქტომბერს, ნიკოლაევის მხარეში, სოფელ შერბანიში. 2012 წელს დაამთავრა კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი. სწავლობდა უკრაინულ ენასა და ლიტერატურას. დაამთავრა ასპირანტურა. გაიარა ჰარვარდის უნივერსიტეტის საზაფხულო პროგრამა. როცა საბოლოოდ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა, სტენფორდის უნივერსიტეტში სახელმწიფოს მოწყობის პროცესებსა და კორუფციასთან ბრძოლას დაეუფლა.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო: ვინ არის ქალი, რომელიც სააკაშვილს გვერდიდან არ შორდება

ამბობს, რომ მთელი ცხოვრება აწუხებდა ის უსამართლობა, რასაც თავის ქვეყანაში ხედავდა. მაიდანზე პირველ დღეებში გამოჩნდა და ბოლომდე იდგა. ვიდეორგოლის მიმართვის ტექსტი, რომელმაც youtube-ზე 8 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა, თავად მაიდანის სახეს ეკუთვნის. წარმატებამ ახალი თამამი ნაბიჯებისკენ უბიძგა. გაეროში, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გამოსვლის დროს იულიამ უკრიანის სხვა დელეგატებთან ერთად უკრაინის
დროშა აწია. აქტივისტები დარბაზიდან გააძევეს.

2015 წელს ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძმღვანელად დანიშნეს. რამდენიმე თვეში კი მიხეილ სააკაშვილმა ოლქის გუბრნატორის თანაშემწის უფლებამოსილება გაადაბარა. ის ძალიან ჭკვიანი და კომპეტენტურია - მოგვიანებით ამ სიტყვებით წარუდგინა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას ოდესის ოლქის საბაჟოს ახალი უფროსი იულია მარუშევსკაია.

ოდესის ოლქის საბაჟოს უფროსი დაქორწინებულია. ახალგაზრდა უკრაინელი მაღალჩინოსის მეუღლე ბიზნესმენი და უკრაინაში რამდენიმე ტელეარხის მფლობელი მარკიან პროცივია. მარუშევსაკაის თანამდებობრივი სარგო 3000-გრივნაა, რაც ლარებში 312 ლარს შეადგენს. ამბობს, რომ აღნიშნული ხელფასით ცხოვრება რთულია, ამიტომ უარს მეუღლის დახმარებაზე ვერ ამბობს.

უკრაინის ყველაზე ახაგაზრდა პოლიტიკოსი ქალი მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს. მარუშევსკაიას პოლიტიკაში შორსმიმავალი გეგმები აქვს.
19:56 / 17-01-2016
Ulala
0
ესეც ორსულადაააააააა
12:49 / 17-01-2016
დუდუ
0
მიშა უკრაინაშიც რუსულ ექსპანსიას ებრძვის, სწორედ ამიტომ აირჩია მარუშევსკაია თანამებრძოლად. ეს ქალი დიდი პატრიოტია უდიდესი სულისკვეთებით - 3000 გრივნიანი (312 ლარი) ხელფასით ცხოვრობსო. აბა ასე იცხოვრონ ჩვენმა პარლამენტარმა და მინისტრმა ქალბატონებმა, რომელთა ხელფასები, დანამატები და პრემიები ასტრონომიულ ციფრებში რომ გამოისახება.შერადარეთ და დასკვნაც მკითხველზე იყოს.
მსგავსი სიახლეები
პოროშენკოს განცხადებით, კარგია, რომ ეს საკითხი პრეზიდენტის ჩარევის გარეშე განიხილება
ექს-პრეზიდენტი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ფოტოს აქვეყნებს
მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აქვს და ჩვენი კონსტიტუციის თანახმად
სააკაშვილის თქმით, პეტრო პოროშენკო ასევე ჰგავს ერთ ადამიანს, რომელსაც ის იცნობდა და ეს არის ედუარდ შევარდნაძე
მოუწოდებდა, რომ საჯაროდ გირგვლიანის საქმეზე კრიტიკული განცხადებები არ გაეკეთებინა
"მე არ მიშვებენ ჩემს ქვეყანაში და საქართველოს დაუძინებელ მტერს ფეხქვეშ გაეგენ"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:55 / 20-07-2017  Image Linkin Park-ის სოლისტმა თავი მოიკლა
ჩესტერ ბენინგტონი საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს
16:11 / 20-07-2017  Image ქართველმა "ფორტეპიანოს ბიონსემ" ორლანდო ბლუმი მოხიბლა - რას წერს რუსული პრესა ხატია ბუნიათიშვილზე
ამბობენ, რომ Coldplay-ის სოლისტმა, კრის მარტინმა გააცნო ბლუმს ბუნიათიშვილი
22:27 / 10-03-2017  Image თუ ყავას ყოველ დილით მიირთმევთ, ეს აუცილებლად დაგაინტერესებთ
ბევრისთვის დღის ყავით დაწყება ერთგვარი რიტუალია...
12:59 / 20-07-2017  Image თბილისში იაგუარ-ლენდ როვერის განახლებული ავტოსალონი გაიხსნა
თბილისში კომპანია „ჯითი მოტორსმა“ “იაგუარ-ლენდ როვერის” განახლებული ავტოსალონი ოფიციალურად გახსნა
13:28 / 20-07-2017  Image 19 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიას ფსიქიატრიული შემოწმება ჩაუტარდება
"მეგობრები და ლექტორები ამბობენ, რომ ძალიან წესიერი ბავშვი იყო"
პოპულარული კომენტარები
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49