ვინ არის სააკაშვილის ფავორიტი იულია მარუშევსკაია - 26 წლის ლამაზმანის გზა youtube-დან მაღალჩინოსნობამდე

ვინ არის სააკაშვილის ფავორიტი იულია მარუშევსკაია - 26 წლის ლამაზმანის გზა youtube-დან მაღალჩინოსნობამდე

ევრომაიდანის სახე მსოფლიოში, გზა youtube-დან მაღალჩინოსნობამდე, სააკაშვილის გუნდის ფავოროტი - ეს ოდესის ოლქის საბაჟოს უფროსი 26 წლის იულია მარუშევსკაიაა.

იულია მარუშევსკაია საზოგადოებაში პირველად ევრომაიდანის დროს გამოჩნდა. გამოჩენა იმდენად ეფექტური იყო, რომ ის მსოფლიოში 8 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიცნო. ვიდეორგოლში მაიდანზე მომხდარ ამბებზე საუბრობდა და მსოფლიოს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა.

დაიბადა 1989 წლის 2 ოქტომბერს, ნიკოლაევის მხარეში, სოფელ შერბანიში. 2012 წელს დაამთავრა კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი. სწავლობდა უკრაინულ ენასა და ლიტერატურას. დაამთავრა ასპირანტურა. გაიარა ჰარვარდის უნივერსიტეტის საზაფხულო პროგრამა. როცა საბოლოოდ გადაწყვიტა პოლიტიკაში მოსვლა, სტენფორდის უნივერსიტეტში სახელმწიფოს მოწყობის პროცესებსა და კორუფციასთან ბრძოლას დაეუფლა.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო: ვინ არის ქალი, რომელიც სააკაშვილს გვერდიდან არ შორდება

ამბობს, რომ მთელი ცხოვრება აწუხებდა ის უსამართლობა, რასაც თავის ქვეყანაში ხედავდა. მაიდანზე პირველ დღეებში გამოჩნდა და ბოლომდე იდგა. ვიდეორგოლის მიმართვის ტექსტი, რომელმაც youtube-ზე 8 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა, თავად მაიდანის სახეს ეკუთვნის. წარმატებამ ახალი თამამი ნაბიჯებისკენ უბიძგა. გაეროში, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გამოსვლის დროს იულიამ უკრიანის სხვა დელეგატებთან ერთად უკრაინის დროშა აწია. აქტივისტები დარბაზიდან გააძევეს.

2015 წელს ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძმღვანელად დანიშნეს. რამდენიმე თვეში კი მიხეილ სააკაშვილმა ოლქის გუბრნატორის თანაშემწის უფლებამოსილება გაადაბარა. ის ძალიან ჭკვიანი და კომპეტენტურია - მოგვიანებით ამ სიტყვებით წარუდგინა მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას ოდესის ოლქის საბაჟოს ახალი უფროსი იულია მარუშევსკაია.

ოდესის ოლქის საბაჟოს უფროსი დაქორწინებულია. ახალგაზრდა უკრაინელი მაღალჩინოსის მეუღლე ბიზნესმენი და უკრაინაში რამდენიმე ტელეარხის მფლობელი მარკიან პროცივია. მარუშევსაკაის თანამდებობრივი სარგო 3000-გრივნაა, რაც ლარებში 312 ლარს შეადგენს. ამბობს, რომ აღნიშნული ხელფასით ცხოვრება რთულია, ამიტომ უარს მეუღლის დახმარებაზე ვერ ამბობს.

უკრაინის ყველაზე ახაგაზრდა პოლიტიკოსი ქალი მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებს. მარუშევსკაიას პოლიტიკაში შორსმიმავალი გეგმები აქვს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."