"ჯერ ბატონი ბიძინა ვადღეგრძელე, მერე - ღარიბაშვილი და კვირიკაშვილი" - რას ყვება "ქართული ოცნების" ქეიფის დეტალებზე სუფრის თამადა

"ჯერ ბატონი ბიძინა ვადღეგრძელე, მერე - ღარიბაშვილი და კვირიკაშვილი" - რას ყვება "ქართული ოცნების" ქეიფის დეტალებზე სუფრის თამადა

14 იანვარს ფრაქცია "ქართულმა ოცნებამ" ძველით ახალი წელი საგურამოში, გურამიშვილის მარანში აღნიშნა. შეკრებას ორი ყოფილი და მოქმედი პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა. როგორც ცნობილია, "ქართული ოცნების" გუშინდელ შეკრებაზე თამადა საპარლამენტო ურმავლესობის წევრი, თემურ ჭკუასელი იყო. შეკრების დეტალებზე სასაუბროდ "კვირის პალიტრა" მომღერალსა და ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრს დაუკავშირდა:

- იყო კალანდა, ძველით ახალი წელი და შევიკრიბეთ იმიტომ, რომ გვემხიარულა, გვემღერა. ძალიან სასიამოვნო საღამო იყო, ეს იმითაც გამოჩნდა, რომ ბატონი ბიძინა და ახალი პრემიერიც, როგორც წესი, სუფრიდან ცოტა ადრე მიდიან ხოლმე, დიდი ხანია ვიცნობ ბატონ ბიძინას და ვიცი მისი ხასიათი, და თქვენ წარმოიდგინეთ, ამ საღამოს არცერთს გამოუთქვამს ადრე წასვლის სურვილი.

- მხოლოდ ჩვეულებრივი სადღეგრძელოები შესვით თუ პოლიტიკურიც გამოურიეთ?

- გურული ვარ და ცოტა წავიტრაბახებ, როცა მე ვარ თამადა, იმ სუფრაზე ჩვეულებრივი სადღეგრძელოები არ არის ხოლმე, მხოლოდ საინტერესო სადღეგრძელოებს ვსვამთ.

- არც ბიძინა ივანიშვილის სადღეგრძელო დაგილევიათ?

- რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინას სადღეგრძელო დავლიეთ. პრემიერების სადღეგრძელოები შევსვი იმ თანმიმდევრობით, როგორც იყვნენ, ანუ ჯერ ბატონი ბიძინა ვადღეგრძელე, მერე კი - ღარიბაშვილი და კვირიკაშვილი განაგრძეთ კითხვა

VIDEO| "ოცნების" ქეიფის დეტალები - რა პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღო ივანიშვილმა რესტორან "მარანში"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."