"გაზპრომის" საწინააღმდეგო აქცია-კონცერტი მთავრობის კანცელარიასთან

"გაზპრომის" საწინააღმდეგო აქცია-კონცერტი მთავრობის კანცელარიასთან

"გაზპრომის" საწინააღმდეგო აქცია-კონცერტი მთავრობის კანცელარიასთან გაიმართა. კონცერტის დაწყებამდე შეკრებილებს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნინო დანელიამ მიმართა. ამის შემდეგ კი შეკრებილებისთვის კონცერტი დაიწყო.

დღევანდელ კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ერეკლე დეისაძემ, ნიაზ დიასამიძემ, სანდრო სულაქველიძემ, ქეთათომ, ბორის დელისმა და ჯგუფმა "ეპილონი", ასევე "გამოუვალმა მდგომარეობამ".

საპროტესტო აქცია-კონცერტი ერთ საათს გაგრძელდა. აქციის მონაწილეებს სპეციალური სტიკერები დაურიგეს, წარწერით - "არა გაზპრომს", აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ "გაზპრომის" საწინააღმდეგო პლაკატები, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი და პუტინი იყვნენ გამოსახული.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."