კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
08:03 / 20-01-2016
რა ქონებას ფლობენ მინისტრები
AMBEBI.GE შეეცადა გაერკვია, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მიხედვით საქართველოში რომელია 5 ყველაზე მდიდარი მინისტრი. ჩამოთვლილი სია მხოლოდ ქონებრივ დეკლარაციაში მითითებულ ინფორმაციას მოიცავს, რომელიც ზოგ მინისტრს ბოლოს 2016 წლის იანვარში აქვს შევსებული, ზოგს კი 2015 წლის იანვარში.

კახა კალაძე
ვიცე-პრემიერსა და ენერგეტიკის მინისტრს, კახა კალაძეს ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2015 წლის იანვარს აქვს შევსებული. კალაძე ფლობს ორ ბინას თბილისში - ჭავჭავაძისა და ბურძგლას ქუჩებზე, ასევე ორ ბინას კიევში - გამარჯვების გამზირზე 220.00 კვ.მ ფართობისა და შევჩენკოს გამზირზე 250.00 კვ.მ ფართობის ბინას. მინისტრის სახელზეა გაფორმებული სამტრედიაში 410.00 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი, წყნეთში 329.62 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი, ასევე წყნეთში, კიდევ ერთი, 188.45 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი. მისსავე სახელზეა გაფორმებული არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, ნუცუბიძეზე 359.50 კვ.მ ფართობის, სამტრედიაში 93.90 კვ.მ ფართობის და სამტრედიაში 76.20 კვ.მ ფართობის არასაცხოვრებელი ფართი.

კახა კალაძის სახელზეა გაფორმებული რამდენიმე მიწის ნაკვეთიც, კერძოდ სამტრედიაში 2400.00 კვ.მ ფართობის, ბორჯომი, დაბა ბაკურიანში 3030.00 კვ.მ ფართობის, წყნეთში 1060.00 კვ.მ ფართობის, კიდევ ორი მიწის ნაკვეთი, ასევე წყნეთში 1058.00 კვ.მ და 1139.00 კვ.მ ფართობის. მიწის ნაკვეთი ნუცუბიძეზე 271.00 კვ.მ ფართობის, ბორჯომი, დაბა ბაკურიანში 2000.00 კვ.მ ფართობის და უკრაინაში, კიევში 3000.00 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი.

კალაძის საკუთრებაშია 271.00 კვ.მ ფართობის ავტოფარეხი თბილისში, ნუცუბიძეზე. მსუბუქი ავტომანქანები ROLLS ROYCE PHANTOM, BENTLEY CONTINENTAL, MERCEDES GL63, MERCEDES G63, FERRARI GTO, MERCEDES BENZ S63, MERCEDES BENZ A45 და მოტოსატრანსპორტო საშუალება HARLEY DAVIDSON SPRINGER. მისსავე საკუთრებაშია ელენე ახვლედიანისა და ლადო გუდიაშვილის რამდენიმე ფერწერული ტილო.

დეკლარაციის მიხედვით, კალაძის საკუთრებაშია 15000 ლარი. ერთი წლის განმავლობაში, მინისტრის სამუშაოს შესრულებისთვის მიღებული ანაზღრაურება 75000 ლარია.

2014 წლის იანვრიდან, იმავე წლის დეკემბრის ჩათვლით, კახა კალაძემ 3 ავტომობილის გაყიდვით მიიღო შემოსავალი 238000 მერიკული დოლარი. იმავე წელს მსოფლიო ნაკრებში მონაწილეობისთვის მან მიიღო 30000 დოლარი.

რაც შეეხება პარტნიორობიდან მიღებულ შემოსავალს, კახა კალაძე არის რამდენიმე საწარმოს პარტნიორი, ერთ-ერთია უკრაინაში მდებარე შპს ,,ნესტ გრუპ“, საიდანაც მან ერთი წლის განმავლობაში მიიღო 420000 ევრო, მანვე მიიღო შემოსავალი 550000 დოლარი უკრაინაში მდებარე ООО «ЮКА» საწარმოს პარტნიორობიდან. უძრავი ქონების იჯარით გაცემისას კახა კალაძემ მიიღო 16000 ლარი, ხოლო უძრავი ნივთის ნაწილის გაქირავებისას მიიღო 9386.12 ლარი.

დიმიტრი ქუმსიშვილი
ეკონომიკის მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2015 წლის იანვარში აქვს შევსებული, იმ დროს ქუმსიშვილი ჯერ კიდევ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო. დეკლარაციის მიხედვით, დიმიტრი ქუმსიშვილის საკუთრებაშია 4 ბინა თბილისში - თამარ მეფის გამზირზე 24.00 კვ.მ ფართობის, თამარ მეფის გამზირზე 34.00 კვ.მ ფართობის, შარტავაზე 189.00 კვ.მ ფართობის და ჯიქიაზე 91.00 კვ.მ ფართობის. მის საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლი თბილისში, 312.00 კვ.მ ფართობის, მიწის ნაკვეთი თბილისში და ავტოფარეხი თამარ მეფის გამზირზე. მისსავე საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა მერსედეს ბენცი მლ 350, 2006, DII777.
დიმიტრი ქუმსიშვილი ფლობს ფასიან ქაღალდს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია
რიკო ექსპრესში, რომლის ნომინალური ღირებულება 20000 ამერიკული დოლარია. მისსავე საკუთრებაშია 5000 დოლარი. რაც შეეხება პარტნიორობიდან მიღებულ შემოსავალს, შპს "რეშენალ სოლუშენსის" პარტნიორობიდან ქუმსიშვილის შემოსავალი 19475 ლარია. მინისტრის მოადგილის პოსტზე მან ერთი წლის განმავლობაში აიღო 86775 ლარი.

ტარიელ ხეჩიკაშვილი
როგორც ცნობილია, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მინისტრობამდე ბიზნესმენი იყო. დეკლარაციის მიხედვით, ხეჩიკაშვილი ფლობს 23340 ერთეულ ფასიან ქაღალდს, რომლის ნომინალური ღირებულება 15.35 ლარია. მის საკუთრებაშია ავტოფარეხი თბილისში რობაქიძის ქუჩაზე. ის არის პარტნიორი შპს კია მოტორს ჯორჯიასი, საიდანაც ერთი წლის განმავლობაში მიღებულმა შემოსავალმა 4 მილიონ 238947 ლარი შეადგინა. როგორც „იბერია ბიზნეს ჯგუფის“ პრეზიდენტმა, ხეჩიკაშვილმა ერთი წლის განმავლობაში აიღო 405011 ლარი, ხოლო შპს "ავტო ლიზინგ კომპანიდან" აიღო 10000 ლარი.

ოთარ დანელია
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ დეკლარაცია ბოლოს 2015 წლის ივნისში შეავსო. დეკლარაციის მიხედვით, ოთარ დანელიას საკუთრებაშია შინდისში მდებარე 265.00 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი, 35.00 კვ.მ ფართობის არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარედ, 161.84 კვ.მ ფართობის ბინა თაბუკაშვილზე, 602.00 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი შინდისში, 265.00 კვ.მ ფართობის მშენებარე საცხოვრებელი სახლი შინდისში, 600.00 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი დაბა შინდისში და მსუბუქი ავტომანქანა Suzuki Grand Vitara (2007).
ოთარ დანელიას საკუთრებაში არის 45000 ამერიკული დოლარი და 2500 ლარი. ერთი წლის განმავლობაში ანაზღაურების სახით მინისტრს თანამდებობაზე აღებული აქვს 32231 ლარი. მინისტრის პირველი მოადგილის რანგში მიღებული აქვს 14605.76 ლარი, შ.ს.ს. მომსახურების სააგენტო დირექტორის რანგში კი აღებული აქვს 23493.07ლარი. ჩოლოყაშვილზე მდებარე საცხოვრებელი ბინის რეალიზაციიდან დანელიას შემოსავალმა შეადგინა 74000.00 ლარი.

გიორგი კვირიკაშვილი
აწ უკვე პრემიერ-მინისტრმა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2015 წლის იანვარში წარადგინა, როდესაც ჯერ კიდევ ეკონომიკის მინისტრი იყო. სწორედ ამ პერიოდის მიხედვით, მის საკუთრებაშია თბილისში, ზოვრეთის ქუჩაზე 190.00 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი, ასევე საცხოვრებელი სახლი დუშეთში 250.00 კვ.მ ფართობის, თბილისში სამგორის რაიონში 34.00 კვ.მ ფართობის ბინა, 3450.00 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი დუშეთის რაიონში და 432.00 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი თბილისში, ზოვრეთის ქუჩაზე. კვირიკაშვილის საკუთრებაშია 3700 ლარი. ეკონომიკის მინისტრის პოსტზე მის მიერ შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი 81250.00 ლარია.

თეა ბეჟიტაშვილი
AMBEBI.GE
13:35 / 20-01-2016
k.z.-s
0
ქოცებიც უნდა მიაყოლო და დაისვენებს ქვეყანა
13:31 / 20-01-2016
rusudani
0
ნეტა რატ უნდატ ამდენი მაინც მიწაში უნდა წაიGოონ.კალადე ვყველაზე გაუმადგარია
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:40 / 23-10-2017  Image ავარია ხაშურთან: საჩხერის "ჩიხურას" ავტობუსი ამობრუნდა, დაშავებულია გუნდის კაპიტანი
ფეხბურთელები ბათუმის "დინამოსთან" მატჩის შემდეგ დედაქალაქში მოემგზავრებოდნენ
13:09 / 23-10-2017  Image ვინ იქნება და რა ქონებას ფლობს დედაქალაქის საკრებულოს მომავალი თავმჯდომარე?
თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე იქნება
10:45 / 23-10-2017  Image Monolith City - მონოლით ჯგუფის პასუხი მომავლის გამოწვევებს
Monolith City შენდება ძველ თბილისში, ორთაჭალაში, გორგასლის მოედნიდან 400 მეტრის მოშორებით
12:15 / 23-10-2017  Image 5 პარტია, რომელმაც არჩევნებზე ყველაზე ნაკლები ხმა მიიღო - ერთ-ერთს მხოლოდ 75-მა ადამიანმა მისცა ხმა
საბოლოო შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს
09:00 / 23-10-2017  Image ზეციური იერარქია - ყველაფერი, რაც ანგელოზთა დასების შესახებ უნდა იცოდეთ
"ანგელოზებად" იწოდებიან მხოლოდ ზეციურ ძალთა ყველაზე ქვედა საფეხურზე მყოფი არსნი
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49