8 თვეში გადავირჩევთ ივანიშვილის რეჟიმს - გიგა ბოკერია

8 თვეში გადავირჩევთ ივანიშვილის რეჟიმს - გიგა ბოკერია

8 თვეში ჩვენ ყველანი ერთად გადავირჩევთ ივანიშვილის რეჟიმს, ეს აუცილებლად მოხდება და შემდეგი მთავრობა – ჩვენ - ანტიკრიზისულ გეგმას აუცილებლად გავახორციელებთ, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები ახლოვდება, მაინც მნიშვნელოვანია ამ 8 თვის განმავლობაშიც ცვლილებები მოხდეს.

"ამ 8 თვის განმავლობაშიც მნიშვნელოვანია პენსიონერებს პენსია 50 ლარით გაეზარდოთ. კერძოდ, შემცირდეს ბიუროკრატიული ხარჯები და ამის ფონზე გაიზარდოს პენსია, ლარი კიდევ უფრო არ გაუფასურდეს, ბიზნესს და ჩვეულებრივ ადამიანებს შეუმსუბუქდეთ ტვირთი მოგების გადასახადის გაუქმებით. მიუხედავად იმისა, რომ ახალი პრემიერის პირობებშიც კი ოპტიმიზმის დიდი საფუძველი არ გვაქვს, მაინც ვალდებულები ვართ ყველაფერი ვცადოთ", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"ინტერპრესნიუსი"

გამოგვყევით, რომ არ გამოტოვოთ პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები.

გამოიწერეთ პოლიტიკური სიახლეები და იხილეთ ის თქვენს Newsfeed-ში.

AMBEBI.GE/პოლიტიკა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."