კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
21:09 / 21-01-2016
ბინები, აგარაკები და 156 000-ლარიანი შემოსავალი - რა ქონებას ფლობს დავით საგანელიძე
5 ბინა, 3 მიწის ნაკვეთი, 3 ავტოფარეხი, საცხოვრებელი სახლი, აგარაკი და ნახევრადსარდაფი - სს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი ლიდერის, დავით საგანელიძის ოჯახის საკუთრებაა.

კერძოდ, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც დავით საგანელიძემ 2016 წლის 13 იანვარს შეავსო, ის ფლობს ბინებს - თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე (200.00 კვ.მ და 300კვ.მ.-ის ფართობის); ბათუმში, რუსთაველის ქუჩის გაგრძელებაზე (65.00 კვ.მ) და თურქეთში, კარჩიჯაკში (65.00კვ.მ-ის ფართობის); ხოლო დედის, ლალი ბოჭორიშვილის საკუთრებაშია ბინა თბილისში, ატენის ქუჩაზე, რომლის ფართობი - 71.10 კვ.მ-ია.

რაც შეეხება მიწის ნაკვეთებს, დეკლარაციის მიხედვით, საგანელიძის საკუთრებაშია ონის რაიონში, სოფელ წმენდაურში მდებარე 8792.00 კვ.მ-ის ფართობისა და მცხეთაში, არმაზში, მდებარე 1500.00 კვ.მ -ის მიწის ნაკვეთები. საგანელიძის დედა, ლილი ბოჭორიშვილი კი ფლობს მიწის ნაკვეთის 25%-იან წილს, თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე, რომლის ფართობიც 4142.00 კვ.მ-ია. ამავე მიწის ნაკვეთის 25%-იანი წილის მფლობელია საგანელიძის მეუღლე სოფიო ფარცხალაძე, ხოლო დანარჩენი წილის მესაკუთრე მანანა გვასალიაა.

დავით საგანელიძის საკუთრებაშია ონში, წმენდაურში, მდებარე 160.00 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელი სახლი და მცხეთაში, არმაზში მდებარე 300.00 კვ.მ-ის ფართობის აგარაკი.

ასევე, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ორი 14.00 -14.00 კვ.მ-ის ფართობისა და ასევე თბილისში, ატენის ქუჩაზე მდებარე 79.88 კვ.მ-ის ფართობის ავტოფარეხები.

გარდა ამისა, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ საგანელიძის დედა, ლილი ბოჭორიშვილი ფლობს, ნახევრადსარდაფს ატენის ქუჩაზე, რომლის ფართობიც 9.50 კვ.მ-ია.

რაც შეეხება სხვა ქონებას, დავით საგანელიძე ფლობს ორ მსუბუქ ავტომობილს, 2003 წელს გამოშვებულ "ლინკოლნ-ნავიგატორს" და 1986 წელს გამოშვებულ "ნისანს".

დეკლარაციის მიხედვით, საგანელიძის წლიურმა შემოსავალმა 156 634.89 ლარი შეადგინა. კერძოდ, დავით საგანელიძემ საქართველოს პარლამენტის წევრობისთვის 49 634.89 ლარი, ხოლო სს-საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან 84 000.00 ლარის შემოსავალი მიიღო. ხოლო შ.პ.ს "ოფის სუითიდან", რომლის პარტნიორიც 1996 წლიდან არის,
You must have Flash Player installed in order to see this player.
23000.00 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.

დეკლარაციის შევსების მომენტში კი, დავით საგანელიძის "ლიბერთი ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 16 000.00 ლარი; საკრედიტო ანგარიშზე "საქართველოს ბანკში" 3700.00 ლარი; "ბაზის ბანკის" ანაბარზე 9000.00 ლარი; ხოლო მეორე ანაბარზე 1000.00 ლარი იყო.

გარდა ამისა, საგანელიძეს ნაღდი ფულის სახით ჰქონდა 19 000 ლარი და 23 000 დოლარი. მის მეუღლეს, სოფიო ფარცხალაძეს - 8000.00 ლარი და 36000.00 დოლარი; ხოლო დედას, ლილი ბოჭორიშვილს - 9 000 ლარი და 57 000 დოლარი.

გაგრძელება
19:44 / 22-01-2016
ბატონო დავით ჩემს შილებს რომ აჩუქოთ ერთი ბინა , არაააააააააააააააა
მაია
19:20 / 22-01-2016
Gნმერტმა მეტი მოგცეტ თKვენც და ხალხსაც:)
Mariposa
მსგავსი სიახლეები
"არიან ადამიანები, რომლებსაც ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვართ, მე მირჩევნია, წყნარად ვიყო შვილებთან და მეუღლესთან ერთად"
უმეტესობას სტაბილური და მყარი ოჯახი აქვს. თუმცა გამონაკლისებიც არის
რომანტიკოსი ჭოლა და დამალული საჩუქრები
"ყველამ თავის გულში ჩაიხედოს, ვისი ადგილია პარლამენტში"
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგენს
ამის შესახებ ინფორმაცია პარლამენტში რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა
"არსებობს შესაძლებლობა, რომ პარლამენტმა მინისტრები ამ კვირაში დაამტკიცოს"
ადამიანთა ნაწილი, ვინც პარლამენტში "ოცნების" პრინციპებით შევიდნენ, დღეს კოალიციის პირველი მოწინააღმდეგეები არიან
ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანელიძემ განუცხადა.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
16:55 / 23-03-2017  Image "მარიამს დედამისი არავის ატანდა, ხელს არ უშვებდა, ყველგან თან დაჰყავდა..." - რას ყვებიან აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავარიისას დაღუპული გოგონას ახლობლები
+VIDEO 11 წლის მარიამი, დედასთან, მამასთან და უფროს ძმასთან ერთად, ვაშლიჯვრის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა
14:56 / 23-03-2017  Image ლევან როსტოშვილისა და ლაშა კურტანიძის განაჩენს "ფეისბუქზე" ეხმაურებიან
ტელეწამყვან ლევან როსტოშვილს და მსახიობ ლაშა კურტანიძეს პატიმრობა შეეფარდათ
11:08 / 23-03-2017  Image აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ქალი მართვით სუნთქვაზეა - ექიმი
გუშინ 56 წლის ქალს და მის 11 წლის შვილს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზე გარდაიცვალა
12:02 / 22-03-2017  Image სექსი ანტიკურ სამყაროში - არ იკრძალებოდა პროსტიტუცია და სქესობრივი ცხოვრება გათხოვებამდე
საიდან მოდის ორალური სექსის კულტურა
07:32 / 26-07-2016  Image ცნობილი ქართველები, რომელთა სიცოცხლეც ავტოავარიებს ემსხვერპლა
+VIDEO| ვისი სიცოცხლეც ან ოჯახი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა...
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
2017-03-23 08:33:34
"მაესტრო" შესაძლოა "იმედის" შენობაში განთავსდეს....
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49