ბინები, აგარაკები და 156 000-ლარიანი შემოსავალი - რა ქონებას ფლობს დავით საგანელიძე

ბინები, აგარაკები და 156 000-ლარიანი შემოსავალი - რა ქონებას ფლობს დავით საგანელიძე

5 ბინა, 3 მიწის ნაკვეთი, 3 ავტოფარეხი, საცხოვრებელი სახლი, აგარაკი და ნახევრადსარდაფი - სს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი ლიდერის, დავით საგანელიძის ოჯახის საკუთრებაა.

კერძოდ, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც დავით საგანელიძემ 2016 წლის 13 იანვარს შეავსო, ის ფლობს ბინებს - თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე (200.00 კვ.მ და 300კვ.მ.-ის ფართობის); ბათუმში, რუსთაველის ქუჩის გაგრძელებაზე (65.00 კვ.მ) და თურქეთში, კარჩიჯაკში (65.00კვ.მ-ის ფართობის); ხოლო დედის, ლალი ბოჭორიშვილის საკუთრებაშია ბინა თბილისში, ატენის ქუჩაზე, რომლის ფართობი - 71.10 კვ.მ-ია.

რაც შეეხება მიწის ნაკვეთებს, დეკლარაციის მიხედვით, საგანელიძის საკუთრებაშია ონის რაიონში, სოფელ წმენდაურში მდებარე 8792.00 კვ.მ-ის ფართობისა და მცხეთაში, არმაზში, მდებარე 1500.00 კვ.მ -ის მიწის ნაკვეთები. საგანელიძის დედა, ლილი ბოჭორიშვილი კი ფლობს მიწის ნაკვეთის 25%-იან წილს, თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე, რომლის ფართობიც 4142.00 კვ.მ-ია. ამავე მიწის ნაკვეთის 25%-იანი წილის მფლობელია საგანელიძის მეუღლე სოფიო ფარცხალაძე, ხოლო დანარჩენი წილის მესაკუთრე მანანა გვასალიაა.

დავით საგანელიძის საკუთრებაშია ონში, წმენდაურში, მდებარე 160.00 კვ.მ-ის ფართობის საცხოვრებელი სახლი და მცხეთაში, არმაზში მდებარე 300.00 კვ.მ-ის ფართობის აგარაკი.

ასევე, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ორი 14.00 -14.00 კვ.მ-ის ფართობისა და ასევე თბილისში, ატენის ქუჩაზე მდებარე 79.88 კვ.მ-ის ფართობის ავტოფარეხები.

გარდა ამისა, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ საგანელიძის დედა, ლილი ბოჭორიშვილი ფლობს, ნახევრადსარდაფს ატენის ქუჩაზე, რომლის ფართობიც 9.50 კვ.მ-ია.

რაც შეეხება სხვა ქონებას, დავით საგანელიძე ფლობს ორ მსუბუქ ავტომობილს, 2003 წელს გამოშვებულ "ლინკოლნ-ნავიგატორს" და 1986 წელს გამოშვებულ "ნისანს".

დეკლარაციის მიხედვით, საგანელიძის წლიურმა შემოსავალმა 156 634.89 ლარი შეადგინა. კერძოდ, დავით საგანელიძემ საქართველოს პარლამენტის წევრობისთვის 49 634.89 ლარი, ხოლო სს-საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან 84 000.00 ლარის შემოსავალი მიიღო. ხოლო შ.პ.ს "ოფის სუითიდან", რომლის პარტნიორიც 1996 წლიდან არის, 23000.00 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული.

დეკლარაციის შევსების მომენტში კი, დავით საგანელიძის "ლიბერთი ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 16 000.00 ლარი; საკრედიტო ანგარიშზე "საქართველოს ბანკში" 3700.00 ლარი; "ბაზის ბანკის" ანაბარზე 9000.00 ლარი; ხოლო მეორე ანაბარზე 1000.00 ლარი იყო.

გარდა ამისა, საგანელიძეს ნაღდი ფულის სახით ჰქონდა 19 000 ლარი და 23 000 დოლარი. მის მეუღლეს, სოფიო ფარცხალაძეს - 8000.00 ლარი და 36000.00 დოლარი; ხოლო დედას, ლილი ბოჭორიშვილს - 9 000 ლარი და 57 000 დოლარი.

გაგრძელება

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - გენდერული კვოტები; მზადება არჩევნებისთვის; ცვლილებები საარჩევნო კოდექსში

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

გადის თუ არა "ვიზეარი" საქართველოდან? - ნათია თურნავა გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარს აკეთებს