კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:54 / 24-01-2016
"მარტივად გიპასუხებთ - გავღარიბდით" - რამ გამოიწვია ლარის რეკორდული გაუფასურება და რა მოყვება ამას
22 იანვარს საქართველოში დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ახალი გაცვლითი კურსის მიხედვით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4694 ლარი გახდა, თუმცა უფრო მძიმე მდგომარეობაა სავალუტო ჯიხურებსა და კერძო ბანკებში, სადაც დოლარის ფასი 2.52 ლარის ფარგლებში მერყეობს. ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები დოლარს 2.45-2.50 ლარის ფარგლებში იბარებენ.

რამ გამოწვია ლარის ასე გაუფასურება, რა დარტყმებს უნდა ელოდოს მოსახლეობა ამის გამო და როგორია პროგნოზები ლარის კურსთან დაკავშირებით, ამ საკითხზე AMBEBI.GE ეკონომიკის ექსპერტებს ესაუბრა.

"ეს
მდგომარეობა პირდაპირ დარტყმას აყენებს საქართველოს მოქალაქეებს. ძალიან მარტივად გიპასუხებთ - გავღარიბდით. თუ აქამდე, მაგალითად 10 ლარით შეგვეძლო რაღაცა რაოდენობის პროდუქტის შეძენა, დღეს იგივე ათი ლარით შეგვეძლება უფრო ნაკლები პროდუქტის შეძენა. საქართველოს ყველა მოქალაქემ, მდიდარმაც და ღარიბმაც, ყველა ფენის მოქალაქემ დაკარგა გარკვეული ოდენობის ფული", - ამბობს ეკონომიკურ ექსპერტი საკითხებში გია ჯაფარიძე.

ჯაფარიძის თქმით, სამომავლო პროგნოზი არც ისე სახარბიელოა და როგორც ის ამბობს, თუ საგარეო ფაქტორების გავლენას ხელისუფლების უმოქმედობაც დაემატა, შედეგები სავალალო იქნება. "გამომდინარე იქიდან, რა ხდება გლობალურად, რა მდგომარეობაა ჩვენს მეზობელ სახელწმიფოებში და ამავდროულად გამომდინარე იქიდან, თუ რას აკეთებდა საქართველოს მთავრობა წინა პრემიერის ხელმძღვანელობით უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში, პროგნოზი ვერანაირად ვერ მექნება ოპტიმისტური. მდგომარეობის გამოსწორება უახლოეს მომავალში უბრალოდ შეუძლებლად მიმაჩნია, რაც არ უნდა განახორციელოს უკვე მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა. მთავრობა ხომ არ შეცვლილა, ეს ის მთავრობაა, ვინც იმ პოლიტიკას უჭერდა მხარს, რომელსაც უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ატარებდა წინა პრემიერ-მინისტრი, აქედან გამომდინარე, არ მაქვს არანაირი მოლოდინი, პირველ რიგში, გლობალურად რაც ხდება და რეგიონალურად რაც ხდება ესეც მოქმედებს სიტუაციაზე საქართველოში და მერე ქვეყნის შინით რაც ხდება ეს კიდევ უფრო ამძიმებს ვითარებას", - ამბობს გია ჯაფარიძე.

ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება უჭირს "ახალი ეკონომიკური სკოლის" პრეზიდენტს პაატა შეშელიძესაც. მისი თქმით, ყველაზე მთავარი ის არის, თუ რამ გამოიწვია ასეთი სიტუაცია. "ეროვნული ბანკის და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივმა ნეგატიურმა საქმიანობამ. ეროვნული ბანკი აძლევს სესხებს ბანკებს, ბანკები აძლევენ სესხებს ფინანსთა სამინისტროს, ეს უკანასკნელი კი თავის დეფიციტს ფარავს ამ ფულით. ეს არის მთელი უბედურება და ასე ხდება უკვე მეორე წელიწადია, ეს ხომ უნდა დამთავრდეს. ეს ადამიანები ხალხის ხარჯზე თავის ვალდებულებებს ისტუმრებენ, ვითომც არაფერი, გიყოფენ ჯიბეში ხელს, იღებენ ფულს, ხარჯავენ თავისთვის, აი ეს პროცესი მიმდინარეობს. რა მნიშვნელობა აქვს იმას თუ როგორ აისახება ეს გაუფასურბეული ლარი დღევანდელ დღეზე? მთავარი ის არის, რომ ესენი ფულს იპარავენ, ლარის გაუფასურება ასახულია უკვე, ადამიანები გაკოტდრნენ და გაუბედურდნენ ასეთი დამოკიდებულების გამო", - ამბობს პაატა შეშელიძე.

ეკონომიკის საკითხებში ექსპერტის, ნოდარ კაპანაძის თქმით, ლარის ასეთი გაუფასურება როგორც რეგიონალური ისე მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობით არის გამოწვეული და ამბობს, რომ შესაძლოა ეს შემთხვევა ზოგიერთი საკითხისთვის სასარგებლოც კი იყოს. "ეს ის გარემოებაა, რაც საქართველოს შიდა პრობლემებიდან გამომდინარე არ არის. ეს საერთო ტენდენციაა მთელს მსოფლიოში, თითქმის ყველგან უმძაფრესი ეკონომიკური კრიზისია: ჩინეთის, ნიუ-იორკის, ყველა საფონდო ბირჟებზე ასეა და ახლა საქართველოს ვალუტა შედარებით უფრო ნაკლებად უფასურდება, ვიდრე სხვა ვალუტები, მაგრამ გაუფასურება სახეზეა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ლარის კურსის გაუფასურება საქართველოში საგარეო ფაქტორებით იყო განპირობებული, მაგრამ დამწვარზე მდუღარეს ასხამდა ეროვნული ბანკი, თუმცა ამ ბოლო ცვლილებაში ეროვნულ ბანკს უბრალოდ ვერ დავადანაშაულებთ იმდენად მძიმეა და ძლიერია საგარეო ფაქტორების წნეხი.

"სავარაუდოდ, გაცვლითი კურსი და ინფლაცია ერთმანეთს არ ემთხვევა. ეს მდგომარეობა შეიძლება ერთი მხრივ სასარგებლოც იყოს ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკისთვის. გაცვლითი კურსი ზევით მიდის, მაგრამ საწვავზე ფასები ქვევით მოდის, ესეც ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე, ამდენად ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ ლარის დევალვაცია იქნება კატასტროფული. ეს ან იქნება ან არა, შეიძლება სასარგებლოც კი იყოს ზოგიერთი რამისთვის", - ამბობს ნოდარ კაპანაძე.

თეა ბეჟიტაშვილი
AMBEBI.GE

14:43 / 26-01-2016
ddd
0
გარანტიას ვიძლევი, 8 თვეში ისევ ოცნებას აირჩევენ ამ საარჩევნო კანონმდებლობით და წესებით, იმიტომ რომ არჩევნებს თბილისი კი ვერ იგებს არამედ რეგიონები. ეს ჭკვიანმა ხალხმა საქართველოში იციან და სულ კიდიათ რას ლაპარაკობენ თბილისში ვინმე პრადვინუტები, რომელთაც არცერთი ხელისუფლება არ მოსწონთ სადაც თვითOნ სკამი არ აქვთ.
12:42 / 26-01-2016
ნინო
0
ლარის ვარდნა მთავრობის მაღალი ხელფასები და პრემია დანამატებია მიზეზე რაც დოლარი შემოდის ისინი იძენენ და აბანდებენ ჩვენ კი შევყურებთ გაფრენილ ლარს და მათხოვრულ პენსიას
მსგავსი სიახლეები
სავალუტო თვალსაზრისით ყველაზე "მშიერი" თვეები მარტი და აპრილი იყო, როცა საიმპორტო რეზერვი ამოწურულია
"საქართველოს ეროვნულო ბანკი თავის ფუნქციას შეასრულებს და მთავრობა - თავისას"
ბლუმბერგის სისტემას საქართველოში 24 ორგანიზაცია იყენებს
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში
"ლარზე უარყოფითად 3 მიზეზი მოქმედებს, რომლებმაც ერთობლიობაში ლარის ბოლო პერიოდის რყევა გამოიწვია"
”საქართველოში კომერციული ბანკების მოგება უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე ჩვენი ეკონომიკა”
აქტუალურია თავისუფლების მოედნის მიმდებარედ 1900 კვადრატული მიწის ერთ ლარად ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის გადაცემის საკითხი
მომდევნო წელს სახელმწიფო ვალების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:29 / 11-12-2017  Image მიხეილ სააკაშვილი - მოსამართლემ, მიუხედავად პირადად პრეზიდენტის ზეწოლისა, სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო
"ერღვევათ სისტემა. ამათთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სახლში ჩავეკეტე და გარეთ არ გამოვეშვი"
10:24 / 11-12-2017  Image რა იწვევს ფსორიაზს და როგორ მკურნალობენ მას - "ეს დაავადება ადამიანს შეიძლება ნებისმიერ დროს გაუჩნდეს"
"ფსორიაზი ამოუცნობი გენეზის დაავადებაა, მაგრამ ის განაჩენი არ არის!"
12:27 / 11-12-2017  Image ტრადიციული გართობა და ახალი პროგრამა- რა გელოდებათ „იუმორინა 2018“- ზე
ყველასათვის საყვარელი "იუმორინა" წელსაც ზრუნავს ჩვენს განწყობაზე და გვთავაზობს დაუვიწყარ კონცერტს
15:05 / 11-12-2017  Image ვინ იყო ქართველი, რომელიც ღაზას სექტორში ეკლესია-მონასტრებს აშენებდა - წმინდა მიწაზე მორიგი უნიკალური აღმოჩენის დეტალები
ისინი IV საუკუნის მეორე ნახევრიდან პალესტინაში პირველი ქართველებიც გახდნენ
17:02 / 11-12-2017  Image "არ ვარ ისეთი, ზედმეტად რომ გადაყვებიან შვილებს და აბოდებთ..." - როგორი მამაა მიხეილ ცაგარელი და რა ელით მშობლებს ძაღლის წელში
როგორ მოახერხა,  ცნობილმა ასტროლოგმა რომ შვილებთან კონფლიქტი არასოდეს ჰქონოდა

პოპულარული კომენტარები
და რა გიკვირთ და რატომ მოსთქვამთ? კრიმინალური მენტალიტეტის ერი ცხოვრობს კრიმინალურ გარემოში... თქვენ გააგდეთ ამ ქვეყნიდან კრიმინალთან მებრძოლი მთავრობა და მოიყვანეთ კრიმინალებთან მოსიამტკბილე ხელისუფლება... ასე არაა? ფანჯრებიდან რომ ხედავდნენ მკვლელობას ვინმემ დარეკა პოლიციაში? მოსწავლეები რომ არ აძლევენ ჩვენებას გამოძიებას? ხომ არ ჩაუშვებთ? თქვენ არ გაკიოდით მიშამ სკოლაში მანდატურები შეიყვანა არიქა შვილებს სტუკაჩებად გვიქცევენო? რაც ხალხია, ის ვითარებაა ზუსტად.. საბჭოთა კავშირში მოწინავე ქურდების რაოდენობით, ევროპაში მოწინავე და თავმოჭრილი ქურდული და ორგანიზებული დანაშაულის ნომერ პირველი ექსპორტიორი... გურიაში ყაჩაღი მამალაძის ძეგლი, ლიტერატურაში ყაჩაღები დადებითი გმირები...სკოლებში სამოქალაქო თვითშეგნების ამმაღლებელი საგნები ვერ დანერგეს, ებრძვით ხმალამოღებული... მღდელი ღმერთის სახელით ქურდობს, ერი და ბერი აბსოლუტური უმრავლესობა გაუნათლებელი და ბნელი, პროგრესისმოძულე და წარსულის აპოლოგეტი.... რატომ გიკვირთ, ან რა გიკვირთ? რა?
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49