"25 წელია ვერ შევრიგდით, დავიშალოთ ახლა და სხვა სახელი დავარქვათ" - თემურ ჭყონია ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობაზე

"25 წელია ვერ შევრიგდით, დავიშალოთ ახლა და სხვა სახელი დავარქვათ" - თემურ ჭყონია ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობაზე

"კოკა-კოლას" პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ "ბიზნესპრესნიუსს" ვრცელი ინტერვიუ მისცა. სახელმწიფოსა და ბიზნესის ურთიერთობის გარდა, ჭყონიამ თავისი მოსაზრებები პოლიტიკურ მდგომარეობაზეც დააფიქსირა:

-რით განსხვავდება ქართველი მინისტრი გერმანელი კოლეგებისგან? არ უნდა იცოდე, რომ სამმილიონიან ქვეყანას მართავ, რომლის ბიუჯეტი "კაპიკებია?!" სახელმწიფო ხარჯები ვალუტის კურსზე აისახება. ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, ვალუტის ცვალებადობა ბიზნესისთვის მტკივნეული არ არისო, ფული თუ არ გაქვს, როგორ არ იქნება მტკივნეული? კი ბატონო, საგარეო ფაქტორებიც არსებობს, ყველაფერს ხელისუფლებას ვერ დავაბრალებთ, მაგრამ ხელისუფლებამ ხარჯები უნდა შეამციროს. გაბერილი შტატები უნდა შემცირდეს, სამინისტროები, კერძოდ, ე.წ. შერიგების სამინისტრო გაუქმდეს. მსგავსი სამინისტრო სხვა სახელმწიფოში გინახავთ? 25 წელია ვერ შევრიგდით, დავიშალოთ ახლა და სხვა სახელი დავარქვათ.

იხილეთ ვიდეო

-ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობა თქვენთვის ნაკლებად საინტერესოა?

-მოდით, მაშინ სიყვარულის სამინისტროც შევქმნათ. ვიღაცები მთის სამინისტროს შექმნაზეც ხომ ალაპარაკდნენ, ზღვის სამინისტროც კარგი იქნებოდა... არაფერს ვამბობ პრემიებზე. იმდენი პრემია რიგდება, ზოგჯერ სამსახურში მოსვლა მერიდება, დანამატები მეც არ მომთხოვონ. ვიღაცები ამბობენ, 24 საათი ვმუშაობ და მეკუთვნისო. რატომ მუშაობ 24 საათი? ეს ნიშნავს, რომ რვა საათში გასაკეთებელ საქმეს ვერ ასწრებ ან საქმე არ იცი და შედეგს ვერ აღწევ. სახელმწიფო ხარჯები ბიზნესზე მოქმედებს, ჩვენ და მოქალაქეები ფულს ვიხდით, ისინი ცხოვრობენ.

-ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი ქვეყნიდან ადამიანური რესურსის გადინებასაც გამოიწვევს.

-ამასაც აქვს მეორე მხარე - წავლენ და აქ ფულს გადმოურიცხავენ. მთავარია, ამ ადამიანებმა ცოდნა მიიღონ, სულაც არ არის აუცილებელი მომვლელებად იმუშაონ. სხვათა შორის, საზღვარგარეთ უამრავი ქართველი მილიონერია, მაგრამ საკუთარი ქვეყანა არ უყვართ. ყველა მათგანი სამშობლოში რომ დაბრუნდეს, სახლები აიშენოს და საბანკო ანგარიშები გახსნას, ქვეყანა ერთ წელიწადში გამდიდრდება. 80 წელი რომ შეუსრულდებათ, ანდერძს ტოვებენ, საქართველოში დამასაფლავეთო... საქართველო სასაფლაო კი არაა, მოვლა სჭირდება და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს. ბევრჯერ მინახავს, ქართველი ემიგრანტები "სუხიშვილების" კონცერტებზე ტირიან. რა გატირებს, ოჯახაშენებულო, ჩამოდი და ან ბიზნესი დაიწყე, ან განათლებას მიხედე, რაღაც ელემენტარული საქმე მაინც გააკეთე. ვიზალიბერალიზაცია, ვფიქრობ, ამ პროცესს ხელს შეუწყობს წაიკითხეთ ინტერვიუ ვრცლად

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."