კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
07:17 / 28-01-2016
რა უჯდება სახელმწიფოს ყოფილი თანამდებობის პირების შენახვა
საზოგადოების მხრიდან ხშირად ისმის კრიტიკა მაღალი თანამდებობის პირთა ანაზღაურების შესახებ. მედიასაშუალებებშიც ხშირად გავრცელებულა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ მინისტრს ან პარლამენტარს რამდენი აქვთ ანაზღაურება, დანამატი და ა.შ.

AMBEBI.GE იმის გარკვევას შეეცადა, თუ რა უჯდება სახელმწიფოს უკვე ყოფილი თანამდებობის პირთა შენახვა. ამ შემთხვევაში ყოფილი პარლამენტარების, პრემიერ-მინისტრებისა და პრეზიდენტების ანაზღაურებით დავინტერესდით.

როგორც იურისტმა ლევან ალაფიშვილმა გვითხრა, ყოფილი პრეზიდენტები არ იღებენ ფულად დახმარებას, მათ მხოლოდ პირადი დაცვა უნარჩუნდებათ, ხოლო პრეზიდენტის ოჯახი იმ შემთხვევაში იღებს დახმარებას, თუ ეს უკანასკნელი გარდაცვლილია ან ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ოჯახის რჩენა არ შეუძლია.

"ყოფილი პრეზიდენტი, თუ ის არის ცოცხალი, ჯანმრთელი და შეუძლია მუშაობა, არანაირ დახმარებას არ იღებს სახელმწიფოსგან, მაგრამ თუ არის გარდაცვლილი ან ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს ცუდი, მისი ოჯახი სახელმწიფოსგან იღებს დახმარებას", - ამბობს ლევან ალაფიშვილი.

"სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" მთავრობის დადგენილების თანახმად, პრემიერ-მინისტრსაც და პრეზიდენტსაც თანამდებობის დატოვების შემდეგ პირადი დაცვა უნარჩუნდებათ სიცოცხლის ბოლომდე. დაცვით უზრუნველყოფილნი არიან მათი ოჯახის წევრებიც.

რაც შეეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელთა ანაზღაურებას, ზემოთაღნიშნული დადგენილების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსისისა და უფროსის მოადგილის ანაზღაურება 2500 ლარია, ცვლის უფროსი იღებს 2000 ლარს, დაცვის უფროსი ოფიცერის ანაზღაურება 1800 ლარია, ხოლო დაცვის ოფიცერის 1600 ლარი. პრეზიდენტის პირადი დაცვის დეპარტამენტის უფროსის ანაზღაურება 2400 ლარს შეადგენს, დეპარტამენტის უფროსის მოადგილისა კი 2100 ლარს. პრემიერ-მინისტრის დაცვის უფროსი ოფიცრის ანაზღაურება 1500 ლარია, ხოლო დაცვის ოფიცრის 1300 ლარი.

რაც შეეხება ყოფილ პარლამენტარებს, როგორც პარლამენტში გვითხრეს, ყოფილ დეპუტატებს ენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია, ანუ ყველასათვის ცნობილი პენსია და აკადემიური სტიპენდია.

"პარლამენტის წევრს ენიშნება კომპენსაცია, ანუ ის, რასაც ჩვენ პენსიას ვეძახით. ეს ენიშნებათ ჩვეულებრივ 65
You must have Flash Player installed in order to see this player.
წლის, ანუ საპენსიო ასაკში. საპენსიო თანხა შეადგენს არაუმეტეს 560 ლარს. გარდა ამისა, არის მეორე შემთხვევა, როცა ყოფილი დეპუტატი იყო პარლამენტის წევრი და აქვს 25-წლიანი სტაჟი, როცა ასეთი შემთხვევებია, აუცილებელი არ არის ის ადამიანი იყოს 65 წლის, შეიძლება იყოს უფრო ახალგაზრდაც. ამ შემთხვევაშიც იგივე თანხა ინიშნება, ანუ 560 ლარი, ამ ოდენობაზე მაღალი არ ენიშნებათ არცერთ შემთხვევაში", - განაცხადეს პარლამენტის პრესსამსახურში.

თეა ბეჟიტაშვილი
AMBEBI.GE
11:22 / 24-06-2016
იმიტომ იკლავენ თავს სკამებისთვის,აბა ხალხი ვის რაში ენაღვლებათ.
რუსუდანი
11:18 / 24-06-2016
უსამართლობაა! რაც ხელფასის სახით მიიღეს განა არ კმარა.რომ პენსიაც განსხვავებული ჰქონდეთ!?
რუსუდანი
მსგავსი სიახლეები
ზოგი მათგანი სამი და ოთხი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო
პარკერის უშუალო ხელფასი აღნიშნულ პერიოდში ყოველთვიურად 1,55 მილიონ დოლარს უდრიდა
მამუკიშვილი, რომელიც სამსახურში ფაქტობრივად არ ცხადდება და ხელფასს პენსიის რეჟიმში იღებს
სხდომებზე სიტყვით გამოსვლების რაოდენობით პირველ ადგილზეა დეპუტატი ეკა ბესელია
სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსავალი მხოლოდ პარლამენტის შვიდმა წევრმა მიუთითა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:25 / 07-12-2016  Image 535 ათასი ადამიანი საყოველთაო დაზღვევით ვეღარ ისარგებლებს - ვის შეეხება ცვლილება
"ჯერ საყოველთაომ აგინაზღაუროს და რაც დარჩება, აგინაზღაურებ მეო"
21:04 / 08-12-2016  Image რატომ დაშორდნენ თეკლა ჯავახაძე და გიორგი მარშანია - "მომწონს, რომ რაღაც ახალი იწყება"
"განსხვავებული ტრადიცია არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ სხვადასხვა ქალაქებში ვცხოვრობთ"
21:55 / 08-12-2016  Image როგორ დავზოგოთ ბენზინი - ეს ხერხები ბევრმა მძღოლმა არ იცის!
ავტოგასამართ სადგურზე თითოეული შესვლა მძღოლის საფულეზე საკმაოდ მწვავედ აისახება
14:32 / 08-12-2016  Image "ჯაშუში" ქართველები რუსეთის ციხეებში
ოქსანა სევასტიდი ერთადერთი არაა, ვინც "საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობის" ბრალდებით დააკავეს
11:55 / 08-12-2016  Image დაბრუნდებიან თუ არა ცოტნე და ბახვა "ჩემი ცოლის დაქალებში": "პირობას გაძლევთ, მაყურებელს თავს არ მოვანატრებთ..."
"პაუზა მგონი, კარგიც არის, მაყურებელი ჩვენს გამოჩენას მეტი ინტერესით დაელოდება..."
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
2016-05-31 08:36:57
ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49