კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
15:56 / 26-01-2016
როდისთვის დასტაბილურება ლარის კურსი - ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კომენტარი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე უახლოეს მომავალში ლარის კურსის დასტაბილურებას ვარაუდობს. შესაბამისი განცხადება გიორგი ქადაგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"ლარის გაუფასურება დიდწილად დაკავშირებულია იმ უარყოფით მოლოდინებთან, რომელიც ბაზრის მონაწილეებს გაუჩნდათ მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე. 2015 წლისგან განსხვავებით დღეს ლარის გაუფასურებაზე არ ახდენს გავლენას საგადამხდელო ბალანსი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, კურსის 2.4 კორიდორში იმპორტი იმ რაოდენობით არის შემცირებული, რომ ქვეყანაში შემომავალი და გამავალი უცხოურო სავალუტო ნაკადები არის დაბალანსებული. მეორე ფაქტორი არის ფულის მასა - ის მაქსიმალურად შევზღუდეთ. ფულის მასის ზრდა არის ნულთან ახლოს. შესაბამისად არც მონეტარული აგრეგატები ლარის კურსზე გაუფასურების მიმართულებით არ ახდენს გავლენას. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვახორციელებთ წერტილოვან ინტერვენციებს. სწორედ ამიტომ ჩვენ გვაქვს სრული საფუძველი ვივარაუდოთ, რომ უახლოეს მომავალში მოხდება ლარის კურსის სტაბილიზაცია და ლარი დაუბრუნდება აღნიშნულ კორიდორს", - განაცხადა ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მონეტარული პოლიტიკის მორიგ ჯერზე გამკაცრებას არ გამორიცხავს.

"ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანხმობა მთავრობასთან, რომ საჭიროების შემთხვევაში მოხდება ფისკალური კონსოლიდაციაც", - განაცხადა ქადაგიძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა
You must have Flash Player installed in order to see this player.
ხაზი გაუსვა, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ლარის დასტაბილურების უებარი რეცეპტი არ არის.
"მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას აქვს სხვა ბევრი უარყოფითი მხარე, მათ შორის ბრუნვების, კერძო სექტორში აქტივობისა და ეკონომიკური ზრდის შემცირება", - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

ამასთან, მისი თქმით, მოსახლეობის შემოსავლების რეალური ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია ინვესტიციების, ექსპორტისა და ტურიზმის შემოსავლების ზრდასთან.

"ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, გაიმართოს ძალიან საფუძვლიანი მსჯელობა. ვფიქრობთ, რომ პარლამენტის ტრიბუნა ამისთვის ძალიან სწორი და ადეკვატური ადგილია. ვიმედოვნებ, რომ პირველივე სასესიო კვირაში მოხდება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წლიური ანგარიშის განხილვა", - განაცხადა ქადაგიძემ.

იხილეთ ასევე: გიორგი ქადაგიძე - მე ანგარიშს არ ვაბარებ არც ბატონ მეჭიაურს და არც ბატონ ტყემალაძეს, არამედ ვაბარებ ქართველ ხალხს
16:36 / 29-01-2016
აჰა დაეცა დოლარის კურსი, 2.46 არის გამდიდრდით ისენი ვინც იძახდით რა ამბავია 2.53 გავღატაკდითო. მე კი მგონია რომ გამდიდრდა ის ვინც ამ კურსის რყევებით ფულს შოულობს ქადაგიძის ხელმძღვანელობით. ეს პირველად არ ხდება საქართველოში, პირველად კი არა მგონი მეასედ უკვე, შევარდნაძის დროიდანაა ეს პრაქტიკა, ლარის გაუფასურება და მერე ისევ აწევა და ფულის შოვნა. ჩვენ ხალხს კიდე ჰგონია, რომ ფასები ამ კურსზე ოდნავ მაინც არის დამოკიდებული. ფასს ვაჭარი იმდენს ადებს საქონელს რამდენადაც გაიყიდება, სხვა გზა არ აქვს, შეიძლება ზოგჯერ ფულიც წააგოს და იმაზე იაფად გაყიდოს ვიდრე უღირს, იმიტომ რომ ხალხი მეტს არ იხდის, ანდა პირიქით, 5 ლარიანი 100 ლარად გაყიდოს, ეგეც მინახავს.
daviti
03:18 / 28-01-2016
მერედა ვინ ქმნის და ქმნიდა მაგ უარყოფით მოლოდინებს შე აფერისტო ნაციონალო?? ისევ თქვენ და თქვენ, ამასწინ შენ არ გამოდი და თქვი მთავრობის ბრალიაო? ეხლა სხვანაირად აჭიკჭიკდი არა?? გიმთავრდება დრო.ინვესტიციები როგორ შემოვა ნაცები ყველგან გაყვირიან რომ საქართველოში დიქტატურაა,რას აღარ აკეთებენ რომ ქვეყანას უარყოფითი მიჯი შეძინონ.აი ეს ხართ თქვენ.თუმცა ვისაც ოდნავ ჭკუა აქვს თავში ყველა ხვდება თქვენს ოინებს როგორ ცდილობთ ქვეყანას ძირი გამოუთხაროთ
gaga
მსგავსი სიახლეები
"გადავწყვიტე საჯაროდ დავაფიქსირო ჩემი მოკრძალებული პოზიცია"
"საუკუნეა გვართმევს ტერიტორიებს, ანადგურებს ეკლესიებს და არ ცნობს ტერიტორიულ მთლიანობას"
"ამ ყველაფრის შემმოქმედებისგან და რაც მთავარია მათი უპირობო მხარდამჭერი ელიტისგან რომ არ მივიღო მორალის კითხვა შეცდომაა?"
"მძღოლის გარეშე მანქანების" მასიურ მოხმარებაში ჩაშვება წარმოუდგენელ ცვლილებებს გამოიწვევს
"ლარი, მე ვფიქრობ, ძალიან კარგად იქცევა იმ ფონზე, რაც ხდება რეგიონში"
"ჩემს გეგმებში ამ ეტაპზე შედის კერძო სექტორი, საკონსულტაციო პროექტები განვითარებად ქვეყნებში"
ეროვნული ვალუტა პოზიციებს თვალსა და ხელს შუა იმყარებს: თუ რამდენიმე თვის წინ 1 დოლარის
საუბარია იმაზეც, რომ სიაში აღმოჩნდეს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე
პრეზიდენტის მოვალეობას არჩილ მესტვირიშვილი შეასრულებს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
14:34 / 27-04-2017  Image რა ქონებას ფლობს დედაქალაქის მთავრობის მილიონერი წარმომადგენელი ია მაქაცარია?
4 მილიონერს შორის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია ლიდერობს
20:48 / 27-04-2017  Image ნარგიზა "ნატვრის ხიდან" - სად არის და როგორია ახლა მაცდური ქალი?
ნარგიზა ყველას ახსოვს, თუმცა მისი ვინაობა ბევრმა არ იცის
18:28 / 27-04-2017  Image "პატრულის თანამშრომელს კალთაში ეჯდა ჩემი შვილი...გადავრჩით" - პოლიციამ დედას დაკარგული შვილი დაუბრუნა
"მეგონა მთელი ცხოვრება გავიდა, არადა 15 უგრძესი წუთი..."
11:46 / 27-04-2017  Image პორტუგალიელი წინასწარმეტყველი - 2017 წლის 13 მაისს მესამე მსოფლიო ომი დაიწყება
ბირთვული ომში აშშ, ჩინეთი, რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა ჩაერთვება
12:09 / 27-04-2017  Image გამოცდილი დიასახლისების ხრიკი: რატომ ყრიან ღუმელის ფირფიტაზე მარილს ქათმის შეწვისას?
თითოეულ კილოგრამზე აუცილებელია 40 წუთის თერმოდამუშავება
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49