კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
12:54 / 28-01-2016
"ალეკოჯან... ჯიგარო" - ფეისბუქზე დაწერილი რა კომენტარი გაუსაჯაროვა ელისაშვილმა კობახიძეს
თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პარლამენტის ვიცე-სპიკერის კომენტარს ასაჯაროვებს, რომელიც მანანა კობახიძემ ელისაშვილს ერთ-ერთ პოსტზე დაუწერა: "ალეკოჯან, ჩაწერილია შენი და ანასტასიას საუბარი (ასე ვფიქრობ თანაც კანონიერად ჯიგარო) და გული მიგრძნობს, შავ დღეში ჩავარდები ჯიგარო", - წერს პროფილიდან "მანანა არჩილ კობახიძე", რომელიც ცნობილია, როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერის პირადი ფეისბუქ-გვერდი.

ელისაშვილი კომენტარის ფოტოს ავრცელებს და შემდეგ წარწერას ურთავს: "ეს კომენტარი მანანა კობახიძემ დაწერა გუშინ საღამოს ჩემს გვერდზე, მერე მიხვდა რაც დაწერა და წაშალა. მაგრამ შევინახეთ ქალბატონო მანანა თქვენდა სამწუხაროდ! ჯერ ლექსიკა ნახეთ პარლამენტის ვიცე სპიკერის, მერე შინაარსს დაუკვირდით: ახლა კი ორი მთავარი შეკითხვა: 1. საიდან იცის ეჭვმიტანილმა კობახიძემ რა ჩაიწერა გამოძიებამ? 2. და რაც მთავარია საიდან იცის ამ ჩანაწერის შინაარსი? ველი პროკურატურის დაუყოვნებლივ რეაქციას მანანა კობახიძის ამ განცხადებაზე" - წერს ელისაშვილი.

მანანა კობახიძე სავარაუდოდ, ალეკო ელისაშვილსა და "კოკაინის საქმის" ერთ-ერთ ბრალდებულ ანასტასია ზაუტაშვილს შორის შემდგარ საუბარს გულისხმობს, რომლის შესახებაც ელისაშვილმა თავად ისაუბრა "ინტერპრესნიუსთან". მისი თქმით, 22 იანვარს, რუსთავის ქალთა საპატიმროში ანასტასია ზაუტაშვილი
მოინახულა. ელისაშვილის ინფორმაციით, შეხვედრა ზაუტაშვილის სურვილით შედგა და ოთხი საათი გაგრძელდა. საკრებულოს დეპუტატის განცხადებით, შეხვედრის დღეს ანასტასია ზაუტაშვილი შიმშილობდა. შეხვედრის შემდეგ კი ელისაშვილს კვლავ დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ შიმშილობა შეწყვიტა. ელისაშვილის თქმით, ანასტასია ზაუტაშვილი მისი წამების ფაქტზე გამოძიების დაჩქარებას და ასევე ვიდეოჩანაწერის ავთენტურობის დადგენას ითხოვდა. საკრებულოს დეპუტატმა განაცხადა, რომ სურს ანასტასია ზაუტაშვილს დაეხმაროს მისი წამების ფაქტის გამოძიების დაჩქარებაში, რისთვისაც კვალიფიციური ადვოკატის მოძებნას დაპირდა.
10:20 / 12-02-2016
yvelas
0
იმიტომ კარგად მიდის ჩვენი საქმე,რომ ყოველთვის მოიძებნებიან ის ადამიანები,რომლებიც უპრავებენ საქმეს დანაშაულის ჩამდენ პირებს.ვის არ გჯერათ,რომ კობახიძე და ბესელია და ბევრი სხვებიც კორუფციაში ყელამდე ჩარტული არიან?ყველამ იცის ყველაფერი,მაგრამ ზოგი თავისი უგუნურობით.ზოგი ვინმეს ახლობლობით წერს.დამნაშავე უნდა დაისაჯოს!ტუ არა რაში გვჭირდება ამხელა ბიუროკრატიული აპარატი?ძველი ქვის ხანა არ ჯობია?
17:11 / 29-01-2016
elgugia
0
მე მგონი,სწორად ვერ ყავს მსხვერპლები შერჩეული და ნაცების გარდა, 5% თუ დაიჯერებს იმას რასაც ალეკო ბლანდავს,ამ სიტუაციიდან თავის დაძვრენა კი არა, მარგველაშვილსაც ჩაიყოლებს ისე ჩანს...
მსგავსი სიახლეები
მისივე თქმით, სულ მცირე მეორე ტურის ალბათობა არის ძალიან დიდი
"მაქვს ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების" კონტროლირებადი ონლაინ გვერდებიდან, ჩემს Facebook გვერდზე იგეგმებოდა ჰაკერული შეტევა"
+VIDEO "გიორგის წავიყვან, კარში დავიყენებ, გავიყოთ და ვითამაშოთ"
"პირველად "ნატვრის ხე" რომ ვნახე, სახლში ნახევრად ფერადი ტელევიზორი გვქონდა"
”სელფები, კლიპები და ბანერები კი არ არის მთავარი, ხალხმა უნდა გაიგოს, ვინ უფრო კარგად ხედავს ქალაქის პრობლემებს”-ამბობს ელისაშვილი
კალაძე ელისაშვილთან დებატებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს
რათა მოსახლეობას აჩვენოს, რომ მას აქვს ქალაქის განვითარების რეალური გეგმა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:40 / 23-10-2017  Image ავარია ხაშურთან: საჩხერის "ჩიხურას" ავტობუსი ამობრუნდა, დაშავებულია გუნდის კაპიტანი
ფეხბურთელები ბათუმის "დინამოსთან" მატჩის შემდეგ დედაქალაქში მოემგზავრებოდნენ
13:09 / 23-10-2017  Image ვინ იქნება და რა ქონებას ფლობს დედაქალაქის საკრებულოს მომავალი თავმჯდომარე?
თბილისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე იქნება
10:45 / 23-10-2017  Image Monolith City - მონოლით ჯგუფის პასუხი მომავლის გამოწვევებს
Monolith City შენდება ძველ თბილისში, ორთაჭალაში, გორგასლის მოედნიდან 400 მეტრის მოშორებით
12:15 / 23-10-2017  Image 5 პარტია, რომელმაც არჩევნებზე ყველაზე ნაკლები ხმა მიიღო - ერთ-ერთს მხოლოდ 75-მა ადამიანმა მისცა ხმა
საბოლოო შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს
09:00 / 23-10-2017  Image ზეციური იერარქია - ყველაფერი, რაც ანგელოზთა დასების შესახებ უნდა იცოდეთ
"ანგელოზებად" იწოდებიან მხოლოდ ზეციურ ძალთა ყველაზე ქვედა საფეხურზე მყოფი არსნი
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49