ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:20 / 02-02-2016
საქართველოს 15 პრემიერ-მინისტრიდან 11 გადადგა - საინტერესო ფაქტები ქვეყნის ყველა პრემიერზე
23 დეკემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. იგი მე-11 პრემიერია, რომელმაც თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. აღსანიშნავია ისიც, რომ 15 პრემიერ-მინისტრიდან მხოლოდ ერთმა, ვანო მერაბიშვილმა დატოვა თანამდებობა არჩევნების შედეგად. 24 წელი და 15 პრემიერ-მინისტრი - "ჯამპსტარტმა" ვიზუალურად გამოსახა საქართველოს პრემიერ-მინისტრების თანამდებობაზე ყოფნის ხანგრძლივობა, პარტიული კუთვნილება და უფლებამისილების შეწყვეტის მიზეზები.

იხილეთ ვიდეო

ბესარიონ გუგუშვილი 1991-1992 - პარტიული კუთვნილება "მრგვალი მაგიდა-თავისუფალი" საქართველო. თანამდებობაზე ყოფნის დღეების რაოდენობა - 136. უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი გადასახლება: 1991-1992 წლებში სამოქალაქო ომის დროს გუგუშვილი ზვიად გამსახურდიასთან ერთად დევნილობაში წავიდა.

თენგიზ სიგუა 1992-1993 - უპარტიო. თანმდებობაზე ყოფნის დღეების რაოდენობა - 578. უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი: გადადგა 1993 წლის 5 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მთავრობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი უარყო.

ოთარ ფაცაცია - 1993-1995 - უპარტიო. თანამდებობაზე ყოფნის დღეების რაოდენობა - 776. გადადგა.

ნიკოლოზ ლეკიშვილი 1995-1998. პარტიული კუთვნილება - "მოქალაქეთა კავშირი". საქართველოს 15 პრემიერ-მინისტრიდან ლეკიშვილი ერთ-ერთი იშვიათია, რომელმაც საკმაოდ ხანგრძლივად - 961 დღე უხელმძღვანელა მინისტრთა კაბინეტს. ამ მაჩვენებლით იგი მხოლოდ ზურაბ ნოღაიდელსა (1002 დღე) და ნიკა გილაურს (1244 დღე) ჩამორჩება. წინამორბედების მსგავსად ლეკიშვილიც გადადგა თანამდებობიდან.

ვაჟა ლორთქიფანიძე 1998-2000 - "მოქალაქეთა კავშირი". პრემიერ მინისტრის პოსტს 650 დღის განმავლობაში იკავებდა. უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი მის შემთხვევაშიც გადადგომაა.

გიორგი არსენიშვილი 2000-2001 - პარტია "მოქალაქეთა კავშირი". თანამდებობაზე ყოფნის დღეების რაოდენობა - 589. 2001 წელს გადადგა, რის შემდეგაც რამდენიმე ქვეყანაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო, მათ შორის ავსტრიაში, უნგრეთში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში.

ავთანდილ ჯორბენაძე
2001-2003 - პარტია "მოქალაქეთა კავშირის" წევრი, თანამდებობას 706 დღის განმავლობაში იკავებდა. იგი პირველი და დღემდე ერთადერთი პრემიერ-მინისტრია, რომელმაც თანამდებობა რევოლუციის შედეგად დატოვა.

ზურაბ ჟვანია 2003-2005 წლები - "ერთიანი ნაციონალური მოძრობა", თამამდებობაზე ყოფნის დღეების რაოდენობა- 434. უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალება გახდა.

ზურაბ ჟვანიას მოულოდნელი დაღუპვის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ზურაბ ნოღაიდელი დანიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრად. პოსტზე ნოღაიდელმა 2007 წლის 16 ნოემბრამდე იმუშავა. პარტიული კუთვნილება - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", თანამდებობას ნოღაიდელი 1002 დღის განმავლობაში იკავებდა. უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზი მის შემთხვევაშიც გადადგომა იყო, რის შემდეგაც ის დროებით ჩამოშორდა პოლიტიკას და კახა კალაძის ბიზნესს ჩაუდგა სათავეში. 2008 წლის შემოდგომაზე ნოღაიდელმა პოლიტიკაში დაბრუნება გადაწყვიტა და ჩამოაყალიბა პარტია - "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის".

ხანგრძლივი გამოცდილების მქონე ბანკირი ლადო გურგენიძე საქართველოს მინიტრთა კაბინეტს 2007 წლის ნოემბერში აქციების დარბევის შემდეგ ჩაუდგა სათავეში, მაშინ, როცა თანამდებობიდან გადადგა მიხეილ სააკაშვილი და დაინიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. გურგენიძემ ამ პოსტზე 2008 წლის 1 ნოემბრამდე იმუშავა. ცნობილი ბანკირი უპარტიო იყო, მან თანამდებობაზე 345 დღის განმავლობაში იმუშავა.

ბანკირი გურგენიძის შემდეგ, პრემიერის პოსტი დიპლომატმა გრიგოლ მგალობლიშვილმა დაიკავა. იგი უპარტიო იყო. პრემიერ-მინისტრი, რომელმაც თანამდებობაზე ყველაზე ცოტა - 97 დღე დაჰყო, 2009 წლის 30 იანვარს გადადგა.

რაც შეეხება ნიკა გილაურს, ის საქართველოს პრემიერ-მინისტრებს შორის, ყველაზე "სტაჟიანია" - უპარტიო გილაური 2009-2012 წლებში იკავებდა
You must have Flash Player installed in order to see this player.
აღნიშნულ პოსტს - 1244 დღის განმავლობაში.

ერთ-ერთი ყველაზე ხანმოკლე გამოდგა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის პრემიერობა. ამასთან, ის ერთადერთია, რომელმაც ყველაზე დემოკრატიული - არჩევნების გზით დატოვა პოსტი. მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრობა მხოლოდ 113 დღეს გაგრძელდა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების და ქვეყნის სათავეში ახალი მმართველი ძალის მოსვლის შემდეგ, პრემიერ-მინისტრის პოსტი ბიძინა ივანიშვილმა დაიკავა. პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელი თანამდებობას 391 დღის განმავლობაში იკავებდა. თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ივანიშვილმა მემკვიდრედ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. ღარიბაშვილმა ქვეყნის პირველი პირის პოსტზე 763 დღე გაატარა და ახალი, 2016 წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა გადადგომის შესახებ. საქართველოს რიგით მე-16 პრემიერ-მინისტრად გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტმა 30 დეკემბერს დაამტკიცა.

ეკა მელიქიძე
AMBEBI.GE


მომზადებულია feradi.info-ს მიხედვით

იხილეთ ფოტო სრული ზომი


16:42 / 04-02-2016
ამ ჩამოთვლილ პრემიერ მინისტრებიდან ყველაზე არაკომპეტენტური და უცოდინარი იყო ირაკლი ღარიბაშვილი!
simensi
23:48 / 02-02-2016
ღარიბაშვილი გადადგა არა კვახი. ბიძინამ გადააყენა.აი ესაა სიმართლე. ასეთი გადაყენებულები არიან ყველა.რასაც ბიძოზე ვერ ვიტყვი.
nina
მსგავსი სიახლეები
+VIDEO პრემიერ-მინისტრის აპარატი განცხადების გავრცელებას დღის ბოლომდე აპირებს
ეს თანამდებობა სიგურპურ-ინგი იოჰანსონმა დაიკავა
პატიმრები ცდილობდნენ სხეულზე ლენინის და სტალინის გამოსახულების ტატუ გაეკეთებინათ, რითაც ისინი თავს იცავდნენ დახვრეტისაგან
სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში მისი ამბიციები უფრო მაღალია, ვიდრე პრემიერის პოსტი
"ამბები.გე" ყოფილი პარლამენტარების, პრემიერ-მინისტრებისა და პრეზიდენტების ანაზღაურებით დაინტერესდა
+VIDEO "მხარი დავუჭირე როგორც ღარიბაშვილის გადადგომას, ასევე ახალი პრემიერის კანდიდატურას" - გიორგი მარგველაშვილი
+VIDEO "მე მნიშნავენ წყალქვეშა სამხედრო ფლოტის მთავარსარდლად"
უფრო კონკრეტულად, ჯანდაცვის სფეროსთან მიმართებაში პრემიერის საქმიანობა დადებითად, საერთო ჯამში...
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:26 / 31-08-2016  Image ძლიერი ავარია თამარაშვილის ქუჩაზე - ინტერნეტში სათვალთვალო კამერის კადრები გავრცელდა
+VIDEO დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი მარკის ავტომობილი ბოძს შეეჯახა
18:42 / 31-08-2016  Image არაოფიციალური ინფორმაციით, რუსთავის სასამართლოდან გაქცეულ პატიმარს, ე.წ. პლასტილინისგან დამზადებული "ხელყუმბარა" ჰქონდა
პატიმარი ჯერ სასამართლოს მოსაცდელი ოთახის ფანჯრიდან, შემდეგ კი ღობიდან გადახტა
18:44 / 31-08-2016  Image ნინი ონიანი შიშველი ირუჯება
ნინი ონიანი საქორწინო მოგზაურობაში იმყოფება
16:47 / 31-08-2016  Image თამთა გოდუაძის "ცხელი" ფოტოები საბერძნეთის სანაპიროდან
მომღერალი თამთა გოდუაძე საბერძნეთის სანაპიროებზე ისვენებს
16:43 / 31-08-2016  Image 1-ელი სექტემბრიდან მაღალმთიანი სოფლების პენსიონერები 180 ლარის ნაცვლად 216-ლარიან პენსიას მიიღებენ
დანამატს ასევე მიიღებს მაღალმთიან სოფელში მომუშავე 950-მდე სოფლის ექიმი და ექთანი
გამოკითხვა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49