გიორგი მარგველაშვილი პანკისის ხეობის მოსახლეობას - გულმა თქვენსკენ გამომიწია

გიორგი მარგველაშვილი პანკისის ხეობის მოსახლეობას - გულმა თქვენსკენ გამომიწია

ეთნიკური განსაკუთრებულობა, რაც პანკისის ხეობაში არის, უნდა გახდეს ერთიანი ქართული კულტურის შემადგენელი კიდევ უფრო აქტიური ნაწილი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პანკისის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

ქვეყნის პირველმა პირმა პანკისის მცხოვრებ თამარ თურქოშვილს ქართული საზოგადოებისა და პანკისის ხეობისთვის გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის ღირსების ორდენი გადასცა. 56 წლის თამარ თურქოშვილი 9 წელია ომალოს ავარიულ ბიბლიოთეკას ანაზღაურების გარეშე უვლის.

"გულმა თქვენსკენ გამომიწია, მაგრამ მარტო არ ჩამოვედი, ჩემთან ერთად ჩამოვიდნენ ამერიკის და ევროკავშირის ელჩები, რადგან მათაც მინდა ვაჩვენო ის მხარე, ის ხალხი, რომლითაც ყველანი ვამაყობთ. ის შრომისმოყვარეობა, ის ურთიერთობა, სტუმარ-მასპინძლობა, რომელსაც ჩვენ აქ ვაჩვენებთ, რომელიც საამაყო გვაქვს არა მხოლოდ ქართველობაში, მთელს საერთაშორისო პარტნიორებთან და მეგობრებთან", - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, მისი წარმომადგენელი პანკისის ხეობაში ბევრ პროექტს ახორციელებს და მომავალშიც ასე გაგრძელდება.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."