იან კელი - სამწუხარო იქნებოდა იმის გაგება, რომ რამდენიმე ჯარისკაცი დამნაშავეა, თუმცა ეს არ ამცირებს იმ პატივისცემას, რომელიც ქართველი ჯარისკაცების მიმართ გვაქვს

იან კელი - სამწუხარო იქნებოდა იმის გაგება, რომ რამდენიმე ჯარისკაცი დამნაშავეა, თუმცა ეს არ ამცირებს იმ პატივისცემას, რომელიც ქართველი ჯარისკაცების მიმართ გვაქვს

ძალიან სამწუხარო იქნებოდა იმის გაგება, რომ რამდენიმე ჯარისკაცი დამნაშავეა, თუმცა ეს არ ამცირებს იმ უზარმაზარ პატივისცემას, რომელიც ქართველი ჯარისკაცების მიმართ ჩვენ გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა იან კელიმ ცენტრალურ აფრიკაში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობით ძალადობის ფაქტებზე გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

იან კელიმ დადებითად შეაფასა საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადება გამოძიებისის შემდეგ, დამნაშავეთა პასუხისმგებლობის თაობაზე.

"მოხარული ვარ, რომ თავდაცვის მინისტრი გამოვიდა და თქვა, რაოდენ მნიშვნელოვანია მომხდარის ზუსტი გამოძიება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. როგორც პარასკევსაც ვთქვი, დიდ პატივს ვცემთ ქართველ სამხედროებს და მათ წვლილს საერთაშორისო მშვიდობაში. ძალიან სამწუხარო იქნებოდა იმის გაგება, რომ რამდენიმე ჯარისკაცი დამნაშავეა, თუმცა ეს არ ამცირებს იმ უზარმაზარ პატივისცემას, რომელიც ქართველი ჯარისკაცების მიმართ ჩვენ გვაქვს", - განაცხადა იან კელიმ.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."