მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს

მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენცია საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს

მართლმსაჯულების სახლთან მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მოთხოვნაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის შეცვლა.

როგორც აქციის ორგანიზატორმა, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, საბჭოს არსებული შემადგენლობა აგრძელებს "სააკაშვილის რეჟიმს". ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, ლევან მურუსიძე, რომელიც მოსამართლედ საბჭოს წევრებმა დანიშნეს, ამის მკაფიო მაგალითია.

"ევა გოცირიძე, კახა სოფრომაძე და ვახტანგ თორდია იმისთვის არ გამხდარან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, რომ თბილ სავარძლებში მოკალათდნენ. მათ მხარი დაუჭირეს ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნას და ისინი უნდა წავიდნენ საბჭოდან", - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

აქციის მონაწილეები მართლმსაჯულების სახლთან იმყოფებიან პლაკატებით, რომელზეც გამოსახულია როგორც ლევან მურუსიძე, ასევე იუსტიცის საბჭოს სხვა წევრები.

აქციის მონაწილეებს წარმოდგენილი აქვთ ლოზუნგები: "გაემიჯნე კლანურ მმართველობას", "მოითხოვე, მოიპოვე დამოუკიდებლობა", "მოითხოვე ცვლილებები და რეფორმები".

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."