გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას დაესწრება

გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას დაესწრება

პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ გამოსვლას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

"პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში მთავრობის მეთაური დაესწრება. პოლიტიკური სპეკულაციები ამ თემაზე უნდა დასრულდეს. პრემიერ-მინისტრმა არაერთხელ გააჟღერა, რომ აუცილებელია ქართული პოლიტიკა კონსტრუქციულ დისკურსში გადავიყვანოთ, სადაც კამათი და მსჯელობა ქვეყნის არსებით ინტერესებზე წარიმართება და არა ფორმალურ საკითხებზე", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტს 3 თებერვალს მიმართავს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."