"ჩემი მოსაზრება ივანიშვილზე დღეს გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე 4 წლის წინ" - დავით უსუფაშვილი

"ჩემი მოსაზრება ივანიშვილზე დღეს გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე 4 წლის წინ" - დავით უსუფაშვილი

პირადად ჩემი მოსაზრება ბიძინა ივანიშვილზე დღეს გაცილებით უფრო მაღალი და აღმატებულია, ვიდრე ეს ოთხი წლის წინ იყო - მიზეზი ძალიან მარტივია, ოთხი წლის წინ მე მას არ ვიცნობდი, შემდეგ გავიცანი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

იხილეთ ვიდეო

"შემდგომმა წლებმა, შემდგომმა ურთიერთობამ მე მეტად დამარწმუნა, რომ ის თითქოსდა, დაუჯერებელი ამბები, რასაც ეს კაცი ამბობდა ქართული პოლიტიკისთვის და ქართული საზოგადოებისთვის იყო წარმოუდგენელი და იყო სხვა სამყაროდან, თუ რატომ შეიძლება ადამიანს უნდოდეს ვთქვათ ამდენის გაღება საზოგადოებისთვის. გუშინ თუ გუშინწინ იყო კიდევ ერთი მსგავსი მაგალითი. ან პოლიტიკაში მოსვლა რატომ უნდა უნდოდეს, თუ პოლიტიკაში არ დარჩება და ხელისუფლებაში არ დარჩება? და ა.შ. უამრავი ასეთი კითხვა იყო, რომელზეც პასუხების გაცემა ან გაცემული პასუხების დაჯერება ჭირდა, იმდენად არაორდინალური, მოულოდნელი და უპრეცედენტო იყო. მე დავრწმუნდი არა მხოლოდ მის შესაძლებლობებში, არამედ მის გულწრფელობაში და დავრწმუნდი იმაში, რომ რასაც ის აკეთბდა მას ეს უნდოდა, ზუსტად ასე უნდოდა და უნდოდა ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ. წასვლაც უნდოდა ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ.

მე ვიცი, რომ ის საკმაოდ განიცდიდა იმ ამბავს, რომ როდესაც პრემიერ-მინისტრობიდან წავიდა, მაინც მოუხდა საჯარო საკითხებში იმაზე მეტად აქტიურობა, გამოჩენა, კომენტირება, ვიდრე მას ეს სურდა. ამიტომ, ვიყო უკმაყოფილო ან უმადური და ვუთხრა კიდევ მეტი რატომ არ გააკეთე, ერთი ოპერა კარგია, მაგრამ შვიდი ჯობდა, სააკაშვილის ჩამოცილება კარგია, მაგრამ უფრო შორს გაგვეშვა, კოსმოსში, რომ აღარ დაგვენახა... ვიღაც ასე ფიქრობს: კი აღარ არის "ნაციონალური მოძრაობა" უმრავლესობაში, პარლამენტში, მაგრამ საერთოდ რომ ჩანს, იქნებ რამე მოეხერხებინა და საერთოდ არ გამოჩენილიყვნენ. იქნებ როგორმე მოეხერხებინა ბიძინა ივანიშვილს და გარშემო რომ ჩამოიქცა ვალუტები და ეკონომიკები რუსეთში და ჩვენს შემოგარენში, აი, საქართველო აეყვავებინა და ოაზისად ექცია. რატომ ეს ვერ მოახერხა და ასე შემდეგ. ამ ტიპის მსჯელობაში ძნელია ვინმეს გაჰყვე", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."