"ხომ იცით რომ არ გიპასუხებთ" - რა კითხვას არ უპასუხა პრეზიდენტმა

"ხომ იცით რომ არ გიპასუხებთ" - რა კითხვას არ უპასუხა პრეზიდენტმა

აპირებთ თუ არა მეორედ კენჭისყრას? საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ეს კითხვა უპასუხოდ დატოვა. "ტვ პირველზე" გადაცემა "დღის ამბებში" სტუმრობისას გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ასეთი ტიპის განცხადება პოლიტიკოსის მხრიდან არის პოლიტიკური აქტი, რომელსაც ნებისმიერი პოლიტიკოსი კონკრეტული მომენტისთვის ინახავს.

"ბუნებრივია თქვენნაირ პროფესიონალ ჟურნალისტთან ძნელია კამათი, მაგრამ ხომ იცით რომ არ გიპასუხებთ. ამ გადაწყვეტილების განცხადება თავისთავად პოლიტიკური აქტია და ბუნებრივია, ნებისმიერი პოლიტიკოსი ცდილობს ეს აქტი შემოინახოს კონკრეტული ვითარებისთვის",-დასძინა პრეზიდენტმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."