რა ხდება მაესტროში - პრეზიდენტის პირველი კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციაზე

რა ხდება მაესტროში - პრეზიდენტის პირველი კომენტარი გავრცელებულ ინფორმაციაზე

"მაესტროს" დამფუძნებელებმა, გიორგი ებრალიძემ და ლევან ჩიკვაიძემ 25%-ის წილის მფლობელ გიორგი გაჩეჩილაძეს (უცნობს) საკუთარი წილები გადაუფორმეს. ცვლილება საჯარო რეესტრში ოფიციალურად უკვე დადასტურებულია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 4 თებერვალს ჩანიშნულ პარტნიორთა კრებაზე დღის წესრიგშია შესული ბაია გადაბაძის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი.

"მაესტროში" მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით,  "დღის ამბების" ეთერში პრეზიდენტმა საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა.

ქვეყნის პირველმა პირმა კონკრეტულად "მაესტროზე" საუბრისაგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ აუცილებელია მედია იყოს მრავალფეროვანი და მას არ ჰქონდეს ჩაკეტილი საზღვრები.

"არ შეიძლება ქართულ რეალობაში იყოს ასეთი დილემა, საკუთრების უფლება, მედიის თავისუფლება, სასამართლოს თავისუფლება - ეს დილემა არის ხელოვნური, ჩვენ ერთად უნდა მივიდეთ იმ რეალობამდე რომ არცერთი ამ ღირებულებათაგანი არ შეირყვნას, არც სასამართლო იყოს დამონებული, არც მედია არ იყოს დამონებული და არც საკუთრების უფლება არ იყოს უგულებელყოფილი, ჩვენ უაღრესი ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს მედია სივრცეში",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."