"მე არ ვარ პლუტარქე, რომ შედარებითი ბიოგრაფიები ვწერო" - პრეზიდენტი ყოფილ და მოქმედ პრემიერზე

"მე არ ვარ პლუტარქე, რომ შედარებითი ბიოგრაფიები ვწერო" - პრეზიდენტი ყოფილ და მოქმედ პრემიერზე

მე არ ვარ პლუტარქე, რომ შედარებითი ბიოგრაფიები ვწერო ან ერთი პრემიერის, ან მეორესი, - ამის შესახებ ტელეკომპანია "ტვ პირველის" ეთერში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის მხრიდან ხედავს სახელმწიფოებრივ ნაბიჯებს.

"მე არ ვარ პლუტარქე, რომ შედარებითი ბიოგრაფიები ვწერო ან ერთი პრემიერის, ან მეორესი. მე ბატონი კვირიკაშვილის მიერ ვხედავ წინ გადადგმულ სახელმწიფოებრივ ნაბიჯებს, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ უფრო დავასტაბილუროთ პოლიტიკური ვითარება", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას დაესწროს, მარგველაშვილის თქმით, უმჯობესია ისაუბროს არა დასწრებაზე, არამედ გამოსვლის შესახებ.

"უმჯობესია ვისაუბროთ არა იმის თაობაზე მოვიდა თუ არა კონკრეტული პირი ისეთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე, როგორიც არის უშიშროების საბჭო, არამედ ვისაუბროთ იმაზე, რა გააკეთა უშიშროების საბჭომ. ვისაუბროთ არა იმაზე, რომელმა პოლიტიკოსმა ენამოსწრებულად მეორეზე რამე თქვა, რომლის უკანაც შეურაცხყოფის მეტი არაფერი დგას, არამედ ვისაუბროთ იმაზე, რომ რანაირად მოახერხეს პოლიტიკოსებმა ქვეყნის უკეთესად მუშაობა. ეს მეც, პრემიერ-მინისტრსაც, მინისტრებსაც ბევრად უფრო რთულ ვითარებაში გვაყენებს, რათა ვისაუბროთ იმაზე თუ რა გავაკეთეთ", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, კითხვები თუ რატომ არ ესწრებოდა ყოფილი პრემიერი ან რატომ ესწრება ამჟამინდელი, ყოფილ და მოქმედ პრემიერებს უნდა დავუსვათ.

"არ ვიცი და არც ვაპირებ ამაში ჩაღრმავებას. ეს კითხვები არის ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ამჟამინდელ პრემიერთან, კიდევ ყოფილ პრემიერთან. ჩემი პოზიცია არ შეცვლილა ერთი იოტითაც კი. სახელმწიფო ინსტიტუციებმა უნდა ითანამშრომლონ, გამოხატონ ერთმანეთის პატივისცემა. მე ასევე მოწადინებული ვარ, რომ ვითანამშრომლო როგორც ბატონ გიორგისთან, ასევე მთავრობის ნებისმიერ წევრთან", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, კვირიკაშვილთან აქვს კომუნიკაცია და ურთიერთობა, რომელიც მედიით არ შუქდება.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."