რას გულისხმობს კანონპროექტი "მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფაზე"

რას გულისხმობს კანონპროექტი "მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფაზე"

დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანის განცხადებით, რელიგიური სიწმინდეებისა და ღვთისმსახურის შეურაცხყოფისთვის ფულადი ჯარიმების დაწესებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა მხოლოდ მართლმადიდებლებს არ ეხება. როგორც ჯაჭვლიანმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განმარტა, პროექტი ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენელს ეხება.

"საქართველოში ეს არ ეხება მარტო მართლმადიდებლობას. ეს ეხება ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენელს. ამიტომ, ერთხელ და სამუდამოდ, საზოგადოება უნდა დავაწყნაროთ - თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ როდესაც ვიღაცას შეურაცხყოფას აყენებს, ამისთვის უნდა დაისაჯოს. ჩვენ კანონპროექტთან დაკავშირებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, დავხვეწოთ და თუ ლოგიკით ერთმანეთს დავარწმუნებთ, ალბათ შევჯერდებით", - აღნიშნა მან.

იხილეთ ვიდეო

საქმე "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს ეხება. ცვლილებების მიხედვით, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს" ახალი მუხლი ემატება, რომლის გათვალისწინებით, რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა ან ისეთი მასალის გამოქვეყნება, ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით.

ამავე პროექტით, რელიგიური შენობების და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. პროექტის ავტორი "დემოგრაფიული განვითარების ფონდის" დირექტორი ზვიად ტომარაძეა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."