ფიქრია ჩიხრაძე - ჩვენ მივიღეთ არა ინდივიდუალური მოსამართლეები, არამედ - კოლექტიური მურუსიძე

ფიქრია ჩიხრაძე - ჩვენ მივიღეთ არა ინდივიდუალური მოსამართლეები, არამედ - კოლექტიური მურუსიძე

ჩვენ მივიღეთ არა ინდივიდუალური მოსამართლეები, არამედ მივიღეთ კოლექტიური მურუსიძე, - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ თოქშოუ "არჩევანში" სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, უკანასკნელი დღეების განმავლობაში საქართველოს სასამართლო სისტემის ირგვლივ განვითარებული მოვლენები არ ეხება მხოლოდ მოსამართლეთა კორპუსს, არამედ ეხება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ფიქრია ჩიხრაძე განმარტავს, რომ საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ მოუწევს მწვავე რეაგირება თუ საფრთხე შეექმენება საქართველოს სახელმწიფოებრიობის საფუძვლებს და საქართველოს მოქალაქეების უფლებებს.

"ჩვენ გვეუბნებიან სასამართლო არის დამოუკიდებელი შტო, რომელიც დამოუკიდებლად უნდა ჩამოყალიბდეს, რომ მასზე ზეწოლის ბერკეტები არ უნდა ჰქონდეს არავის და ეს სადავო არ არის. ამისთვის ვიბრძოდით წლების განმავლობაში და ამისთვის ვიბრძოლებთ. მოსამართლეების დამოუკიდებლობა რომ იყოს დაცული, ეს არის მისაღწევი და მას სჭირდება სამარლებრივი საფუძვლების შექმნა, მაგრამ ჩვენ რა მივიღეთ დღეს? ჩვენ მივიღეთ არა ინდივიდუალური მოსამართლეები, რომელზეც დგას სასამართლო სისტემა, არამედ მივიღეთ (თვითონ ამბობენ ასე, თორემ მე შეიძლება გამჭირვებოდა ამის თქმა მოსამართლეთა კორპუსზე) კოლექტიური მურუსიძე. მურუსიძე ეს არის ერთი კონკრეტული მოსამართლე, შესაძლოა არც არაფრით განსაკუთრებული და გამორჩეული, რომ არა ის ისტორიები, რომელიც მის სახელს დაუკავშირდა წინა პერიოდში და მოსამართლის რეპუტაცია სწორედ ასეთი საქმეებით იზომება", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."