პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლა ზურაბ ჟვანიას გახსენებით დაიწყო

პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლა ზურაბ ჟვანიას გახსენებით დაიწყო

პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა დაიწყო. გიორგი მარგველაშვილი მოხსენებით ქვეყნის უმნიშვნელოვანეს მოვლენებთან დაკავშირებით გამოდის. სხდომა სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, რადგან დღეს საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა ტარდება.

სახელმწიფო მეთაურის მოსასმენად პარლამენტში 107 დეპუტატი მივიდა, რადგან რეგისტრაცია სწორედ ამ რაოდენობის პარლამენტარმა გაირა. რაც შეეხება სტუმრებს, პრეზიდენტის მოხსენების მოსასმენად პარლამენტში თითქმის სრული შემადგენლობით იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები, მათ შორის გამოსვლას ესწრება უშუალოდ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. პარლამენტში იმყოფებიან საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მოსიების წარმომადგენლები. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ პლენარულ სხდომაზე ერთსაათიანი შესვენება გამოცხადდება, რის შემდეგაც პარლამენტის ტრიბუნას საპასუხო გამოსვლებით ფრაქციების თავმჯდომარეები დაიკავებენ.

ნახეთ ვიდეო| ვინ როგორ დახვდა პრეზიდენტს - პირველი კადრები პარლამენტიდან

პარლამენტში სულ 12 ფრაქციაა და შესაბამისად, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ ამდენივე გამომსვლელი იქნება. 2012 წლის მოწვევის პარლამენტისთვის ეს პრეზიდენტის ბოლო სტუმრობაა.

პარლამენტის წინაშე ყოველწლიური გამოსვლის დაწყებამდე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ზურაბ ჟვანია გაიხსენა და დეპუტატებს მიმართა მისი ხსოვნისთვის წუთიერი დუმილით მიეგოთ პატივი:

"ჩემთვის დიდი პატივია თქვენს წინაშე და საზოგადოების წინაშე მოხსენების გაკეთება. ვიდრე დავიწყებ ჩემს მოხსენებას, რომელიც ძირითადად საუბრობს ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური განვითარების პერსპექტივების თაობაზე, მინდა გავიხსენო ადამიანი, რომელიც იყო ჩემი მეგობარი, ბევრი თქვენგანის თანამებრძოლი და რაც მთავარია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი მთავარი არქიტექტორი. 11 წლის წინ, დღევანდელ დღეს ტრაგიკულად დაიღუპა ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი, პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია და მე გთხოვთ, რომ ჩვენი თანამებრძოლის ხსოვნას წუთიერი დუმილით მივაგოთ პატივი", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."