"თქვენ არ აურჩევიხართ იმ ინდივიდს" - ტარიელ ლონდარიძე პრეზიდენტს, გოგი თოფაძის გამოსვლის შემდეგ

"თქვენ არ აურჩევიხართ იმ ინდივიდს"  - ტარიელ ლონდარიძე პრეზიდენტს,  გოგი თოფაძის გამოსვლის შემდეგ

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა რეგიონების" თავმჯდომარე ტარიელ ლონდარიძე მიიჩნევს, რომ გოგი თოფაძის გამოსვლა პარლამენტის და საზოგადოების შეურაცხყოფაა.

როგორც ტარიელ ლონდარიძემ განაცხადა, პარლამენტის ტრიბუნიდან საუბარი იმაზე, რომ გიორგი მარგველაშვილი ერთმა ინდივიდმა აირჩია, სამარცხვინოა.

"ქვეყანაში უნდა ბატონობდეს კანონები და არა ინდივიდები, მაგრამ რეელობა სხვაა. ეს სულ რაღაც რამოდენიმე წამში წარმოჩინდა, როდესაც წინა გამომსვლელი გამოდიოდა. თქვენ ხართ საქართველოს პრეზიდენტი იმიტომ, რომ ერთმა ინდივიდმა აგირჩიათ - ეს არის სამარცხვინო განცხადება ამ პარლამენტში. ეს არის შეურაცხყოფა ქართული საზოგადოების. თქვენ არ აურჩევიხართ იმ ინდივიდს, რომელიც დღეს ბატონობს საქართველოში. თქვენ აგირჩიათ ქართულმა საზოგადოებამ. მე იმ ინდივიდს ვეტყვი აქედან, რომ 2016 წლის არჩევნებზე მას გაისტუმრებს ქართული საზოგადოება და მისცემს ქართულ საზოგადოებას საშუალებას, შექმნას ისეთი გარემო, სადაც კანონები იბატონებენ და არა ინდივიდები. ამისთვის დიდი მადლობა და ჩემი მხარდაჭერა პირადად იმისთვის, რომ ასეთი შეურაცხყოფები აღარ მოვისმინოთ თქვენთან მიმართებაში", - განაცხადა ლონდარიძემ.

მისი თქმით, დღეს ქვეყანაში ბატონობს ინდივიდი და აძლევს თავს უფლებას, უკარნახოს ყველას და ყველაფერს. "დღეს საქართველოში დამკვიდრებულია ირიბი, არაპირდაპირი მმართველობა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და ამას ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას. ამ ქვეყანაში უნდა გაბატონდეს კანონი და უზენაესად უნდა იქცეს კანონი. ბიძინა ივანიშვილის დრო დათვლილია და დარჩენილია რამდენიმე თვე, მე გაძლევთ ამის პირობას, ამაში დარწმუნებული იყავით. არ ჩათვალოთ, რომ მე ახლა პრეზიდენტის დამცველად მოგევლინეთ ამ ტრიბუნიდან, მაგრამ ის, რაც ითქვა ამ ტრიბუნაზე, ეს არის ჩემი, მთელი პარლამენტის და საზოგადოების შეურაცხყოფა", - განაცხადა ლოდარიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."