"ერი, რომელიც ყველას უყვარს და ყველას ეცოდება..." - მარგველაშვილის ნაშრომი, რომელიც თოფაძემ პრეზიდენტს პარლამენტში გაუხსენა

"ერი, რომელიც ყველას უყვარს და ყველას ეცოდება..." - მარგველაშვილის ნაშრომი, რომელიც თოფაძემ პრეზიდენტს პარლამენტში გაუხსენა

"თქვენი ყველა წინადადადება, სიტყვა, ბგერა ანალიზდება. მინდა მოგახსენოთ თქვენი გამონათქვამები ქართველ ხალხზე, ქართველ ერზე - თქვენ ქართველი ხალხი დაუნებს შეადარეთ. ძალიან სამწუხაროა, თუ თქვენ ასე აფასებთ საქართველოს მოსახლეობას. მაშინ, ალბათ, არც საქართველოს პრეზიდენტობა უნდა გეკადრათ", - ამ სიტყვებით მიმართა გოგი თოფაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტს.

დეპუტატმა ქვეყნის პირველ პირს სავარაუდოდ ის ფილოსოფიური ნაშრომი გაუხსენა, რომელიც მარგველაშვილმა 2001 წელს გამოსცა. პრეზიდენტი მაშინ საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორის თანამდებობას იკავებდა. ფილოსოფიურ წერილში სახელწოდებით "ნიჩურტა" მარგველაშვილი ქართველი ერის დახასიათებას ცდილობს. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს "ნიჩურტადან":

"ერი, რომელიც ყველას უყვარს და ყველას ეცოდება... მაგრამ, რომელსაც ვერ შველიან საკუთარი სისულელის, სიჯიუტისა და სიჩლუნგის გამო. დიაგნოზი ერთმნიშვნელოვანია: გონებრივი სისუსტე, მსუბუქი დებილობის ფორმით ანუ ფაქტობრივი მდგომარეობა, როდესაც ადამიანის ფსიქიკური განვითარება ჩერდება გარკვეულ ადრეულ ეტაპზე და არ აღწევს ზრდასრულ მდგომარეობამდე. ზრდასრული ადამიანის ტანი და სუსტი, ადრეული ასაკისთვის შესაფერისი აზროვნება - აი, საქართველოს მოსახლეობის, ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა. . ."

"რა არის ქართული სახელმწიფო, თუ არა სახელმწიფობანას თამაში, რომელიც ბავშვების თამაშის ძირითად წესს ეფუძნება: "არაუშავს", "მაპატიე, რა", "არ მინდოდა" და ა. შ. თუმცა ამ სახელმწიფოში ბევრი ისეთი რამ ხდება, რაც არ უნდა ხდებოდეს: ერთნი მდიდრდებიან, მეორენი ღატაკდებიან… ეს დისბალანსია, რომლის გამოსწორებას უნდა ცდილობდეს ერი… მაგრამ ამას არ იქმს, დისბალანსი არ იცვლება, რადგან ერთი "ჟილკობით" იგებს, მეორე კი არ ცდილობს, ეს "ჟილკობა" დაგმოს, არამედ ცდილობს, თვითონაც იხეიროს სხვათა ხარჯზე…";

"მოკლედ, საქართველოს სახელმწიფო "პამპულობის" თამაშს ჰგავს: თუ წაგართმევენ ბურთს, შენ ხარ პამპულა, თუ შენ წაართვი – სხვა. მაგრამ ბურთი არსად მიდის, იგი მოთამაშიდან მოთამაშესთან გადადის. დღეს შენ გაპამპულებს, ხვალ შენ გაქვს ბურთი. ხოლო თუ თამაშისას ერთმა მეორეს ფეხი წამოსდო, ეტყვის: მაპატიე რა, არ მინდოდა. და სხვებიც ეტყვიან: "არა უშავს, თამაშია, რა…"

ასევე წაიკითხეთ: 15 უმთავრესი მესიჯი პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლიდან

ვიდეო: გოგი თოფაძის პირველი კომენტარი პრეზიდენტის კრიტიკის შემდეგ

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."