"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორი ნიკა ქიზიყურაშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდა

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორი ნიკა ქიზიყურაშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდა

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორი ნიკა ქიზიყურაშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდა. აღნიშნული "ინტერპრესნიუსს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დაუდასტურეს, თუმცა როგორც უწყებაში განმარტავენ, გათავისუფლების პროცედურა საბოლოოდ ჯერ არ დასრულებულა.

"ნიკა ქიზიყურაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლდებასთან დაკავშირებით პროცედურები დაწყებულია, თუმცა კანონით შესაბამისი პროცედურებისთვის 3-დღიანი ვადაა გათვალისწინებული", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" სამინისტროში.

უწყებაში "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების მიზეზებზე არ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ქიზიყურაშვილის გათავისუფლების პროცედურა დასრულდება.

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს-ა. აღნიშნული კომპანიის დირექტორად ნიკა ქიზიყურაშვილი 2015 წლის 1-ელ ივნისს დაინიშნა.

როგორ აფასებენ ექსპერტები ღარიბაშვილის გაპრემიერებას და რა მოვლენებს პროგნოზირებენ: ""ოცნებაში" დარჩნენ ქორები, რომლებიც ჰაერში არიან, მაგრამ ფრენა არ იციან"

გადადგა თუ არა თამარ ჟვანია - რა კომენტარს აკეთებენ ცესკოში

რა ქონებას ფლობს მომავალი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი - მან ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2020 წლის 30 ოქტომბერს შეავსო