თეა წულუკიანი - მთავრობა კრიზისებისა და უშიშროების საბჭოების გაერთიანებას და პრეზიდენტის დაქვემდებარებას მხარს არ დაუჭერს

თეა წულუკიანი - მთავრობა კრიზისებისა და უშიშროების საბჭოების გაერთიანებას და პრეზიდენტის დაქვემდებარებას მხარს არ დაუჭერს

მთავრობა კრიზისებისა და უშიშროების საბჭოების გაერთიანებას და პრეზიდენტის დაქვემდებარების ქვეშ მოქცევას მხარს არ დაუჭერს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "თავისუფალი დემოკრატების" შესაბამის ინიციატივაზე კომენტირებისას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა.

როგორც წულუკიანმა განმარტა, ამ საკითხზე მთავრობის ყველა წევრს ერთი პოზიცია აქვს.

"მე გამოვხატავ ერთი მინისტრის და მთლიანად მთავრობის პოზიციას - ჩვენ ერთსულოვანი პოზიცია გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობას, რომელიც არის ძალიან ბევრი ტვირთის, პასუხისმგებლობის მატარებელი კოლეგიური მართვის ორგანო, სჭირდება მართვის ინსტრუმენტები. მას უნდა ჰქონდეს ცალკე კრიზისების მართვის საბჭო, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ მოსახლეობის წინაშე ვალდებულებები შეასრულოს. ასე რომ, ამ საბჭოების გაერთიანებას და პრეზიდენტის დაქვემდებარების ქვეშ მოქცევას მთავრობა მხარს არ დაუჭერს", - განაცხადა წულუკიანმა და დასძინა, რომ მაგალითისთვის გამოდგება სტიქია, რომელიც თბილისში რამდენიმე თვის წინ მოხდა.

პარლამენტის ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატები" გამოდის ინიციატივით, რომ კრიზისების მართვის საბჭო ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენელი ნაწილი გახდეს, - ამის შესახებ ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა ვიქტორ დოლიძემ გუშინ, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების დასრულების შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."