"ახალი კამპანია ჩემს წინააღმდეგ" - გიორგი მარგველაშვილის პასუხი გოგი თოფაძის კრიტიკაზე

"ახალი კამპანია ჩემს წინააღმდეგ" - გიორგი მარგველაშვილის პასუხი  გოგი თოფაძის კრიტიკაზე

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ქართული ოცნება-მრეწველების თავმჯდომარის გოგი თოფაძის მიერ გაკეთებულ იმ გამოსვლას ეხმაურება, სადაც თოფაძემ განაცხადა, რომ "პრეზიდენტმა ქართული საზოგადოება დაუნებს შეადარა."

როგორც მარგველაშვილმა ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა, მის წინააღმდეგ ახალი კამპანია დაიწყო სახელწოდებით -„პრეზიდენტს სძულს თავის ქვეყანა." ქვეყნის მთავარსარდალი ამბობს, რომ მისთვის რთულია მსგავსი თავდასხმების კომენტირება და უფრო მეტიც, მარგველაშვილის თქმით, ის მსგავს შეფასებებს არ უღრმავდება.

"კამპანა, რომელიც გუშინ დაიწყო, კამპანია ახალი სახელწოდებით, რომ საქართველოს პრეზიდენტს სძულს თავის სამშობლო, ამ ლოზუნგით დაწყებული ახალი კამპანია, ჩემს წინააღმდეგ. ეს ხომ არ არის პირველი კამპანია, ჩვენ ეს ადრეც გვესმოდა. მე გამოვაცხადე 2015 წელი ქალთა წლად და დაიწყო კამპანია, რომ საქართველოს პრეზიდენტს უნდა, რომ ქალები ციხეში იჯდნენ. როდესაც მე ვსაუბრობდი სხვადასხვა საკითხებზე, დაიწყო კამპანია, რომ საქართველოს პრეზიდენტს ფუფუნება უყვარს. მე მახსოვს კამპანია, რომ საქართველოს პრეზიდენტი შეკრულია ნაციონალურ მოძრაობასთან. ეს არ არის პირველი კამპანია. ეხლა ახალი ლოზუნგით გვაქვს კამპანია, რომ საქართველოს პრეზიდენტს სძულს თავის სამშობლო. მე მიჭირს ამ კამპანიების ტალღების კომენტირება, ან მათი მიზეზის განსაზღვრა, არც ვუღრმავდები ამ საკითხებს. საწუხაროა ის, რომ ეს პოლიტიკის ნაწილი არ არის. ეს პიარის ნაწილია, რომელიც პოლიტიკას არ უკავშირდება. გუშინ პარლამენტში გამოსვლისას ალბათ საკრიტიკებელი იყო ჩემი წინადადებები, მაგრამ რეალურად ხომ კრიტიკა არ ისმოდა,"-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."