კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
12:08 / 05-02-2016
"მაესტრო, მოვდივარ!" - ლევან გაჩეჩილაძის გზა აქციებიდან ტელეკომპანიის დირექტორობამდე
ლადო გოგოლაძის ბლოგი| ლევან გაჩეჩილაძის მიერ რაიმე ახალი თანამდებობის დაკავება წესით, არ უნდა იყოს გასაკვირი, რადგან იმ პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, რომლის ხელმძღვანელიც ერთდროულად - ექიმი, მეწარმე და ლიდერი გახლდათ. თუმცა "გრეჩიხას" "დიდი პოლიტიკიდან" - ტელევიზიის დირექტორად წასვლა, მაინც მოულოდნელი და საინტერესო სვლა აღმოჩნდა. ეს ყველაფერი რომ აღდგომის მარხვაში მომხდარიყო, არაფერი იქნებოდა გასაკვირი, რადგან მარხვაში "გრეჩიხა" აქტუალურია, მაგრამ ხსნილში "გრეჩიხის" უცაბედი გააქტიურება ცოტა გასაკვირი ჩანდა.

ლევან გაჩეჩილაძემ 1994 წელს დააარსა ღვინის კომპანია, რომელიც საკმაოდ წარმატებულადაც აამუშავა, მეტიც 1999 წელს GWS წლის კომპანიადაც დასახელდა, მისი მფლობელი კი "წლის ბიზნესმენად". სწორედ ამ წელს მოხდა "ორი მიჯნურის" - ქართული პოლიტიკისა და ლევან გაჩეჩილაძის პირველი შეხვედრა. მაშინ გაჩეჩილაძე ვაკის საარჩევნო უბანს წარმოადგენდა საქართველოს პარლამენტში. უმრავლესობას მალევე გამოეყო და პარტნიორთან - დავით გამყრელიძესთან ერთად შექმნა პარტია "ახალი მემარჯვენეები". "ვარდების რევოლუციის" შემდეგ, პოლიტიკიდან რამდენიმე წლით გაქრა, თუმცა 2007 წელს ხმაურიანად და ხანგრძლივად დაბრუნდა: ნოემბრის აქციები, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლევან გაჩეჩილაძეც იყო, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით, პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომითა და 2008 წლის იანვარში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნით დასრულდა.

პოლიტიკური მოღვაწეობის პიკში, 2008 წელს, უფროსი გაჩეჩილაძე "გაერთიანებული ოპოზიციის" საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა. "მიშა, მოვდივარ!" - ლევან გაჩეჩილაძის ეს ფრაზა საქართველოს უახლესი პოლიტიკური ისტორიის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა, თუმცა 2008 წლის არჩევნებით მაინც მიშა მოვიდა - "გრეჩიხას" სიყვარული ამომრჩევლის 25%-მა გამოამჟღავნა (ყოველ შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური შედეგით)...

საქართველოს გერბი ძალიან ლამაზია, თუმცა ჩემი ნება რომ იყოს, ალტერნატიულ გერბსაც შევქმნიდი, რომელზეც "ყველაფერჩიკის" გამოსახულება იქნებოდა, რადგან დედამიწის ზურგზე მეეჭვება სხვა, ქართველების გარდა, ვისაც ყველაფერი შეუძლია. სწორედ "ყველაფერჩიკთა" სწორუპოვარი წარმომადგენელია ბატონი ლევანიც, რომელიც ახლა ტელევიზიის მმართველად მოგვევლინა. ისე, გულწრფელად მაინტერესებს, პოლიტიკიდან მედიაში მისული გაჩეჩილაძის ობიექტურობის იმედი
ვინმეს აქვს?!

არჩევნები კარსაა მომდგარი და ტელევიზიის ფლობა არცთუ ცოტა დივიდენდს ნიშნავს, პოლიტიკური მხარისთვის დამატებითი უფასო რეკლამაა, ხოლო დამოუკიდებელი მოთამაშისთვის - დამატებითი სარეკლამო შემოსავალი. მკითხველისთვის მიმინდვია არჩევანი, ამ ორიდან რომელი შეიძლება იყოს "მაესტრო" - არხი, რომლის ჟურნალისტებიც პირდაპირ ამბობენ, რომ მათი დამოუკიდებლობის გარანტი ტელეკომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე იყო, რომლის გადაყენების გადაწყვეტილება პარტნიორთა კრებამ მიიღო, უფრო სწორად კი არხის 55%-ის მფლობელმა გია გაჩეჩილაძემ.

ცივილიზებული სახელმწიფო სწორედ დამოუკიდებელ მედიაზე დგას. სწორედ დამოუკიდებელი მედია ქმნის ამინდს და ხშირ შემთხვევაში, სწორედ ისაა განმაპირობებელი საერთაშორისო საზოგადოების ამა თუ იმ შეფასებისა, ხოლო გზა დიდი პოლიტიკიდან - ტელევიზიის დირექტორამდე, არა მგონია ფრიადზე შეგვიფასონ.

პ.ს. ისე კი არაფერი, მაგრამ ლევან გაჩეჩილაძეც და პრემიერი გიორგი კვირიკაშვილიც 20 ივლისს არიან დაბადებული. ეს ისე, უბრალოდ.

ლადო გოგოლაძე
AMBEBI.GE

10:38 / 09-02-2016
აკა
0

,, ბოროტების იმპერიის’’ აღდგენაზე მეოცნებე პ უ ტ ი ნი ახალ შეტევას გეგმავს... ,,ეძებეთ რუსეთი“
.., ,,სააკაშვილის ბანდამ“ მოიტანა, დღევანდელი სახელმწიფო, - საქართველო, რომელიც 25 წელი ღარ არის რუსეთის სამხრეთ დასავლეთი პროვინცია, რომელიც პეტერბურგიდან და მოსკოვიდან იმართებოდა...200 წლის განმავლობაში....
...პრეზიდენტმა სააკაშვილმა დროზე გაასწრო, გამსახურდიასავით ვერ მოკლეს ,,ერთმორწმუნე“ КГБ -ს საიდუმლო ქართველმა ქილერებმა... ვ ო ვ ა არ გვასვენებს, მისი 2012 წლის ოთხწლიანი გეგმა ჩავარდა, ოლიგარქ ბ ო რ ი ს ი ს აღარ სჯერა...
რუსული სპეც. სამსახურები, დიდი ფულით, საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ახალ ავანტიურას იწყებენ ,,მ ა ე ს ტ რ ო ს ა“ და ,,ი მ ე დ ი ს“ იმედით... დასაყრდენი ისევ პატარკაციშვილის მაფიოზური ოჯახია (2007.11.07.), ა რ კ ა დ ი ს გარეშე....
ვ ო ვ ა ს პრორუსი ამომრჩევლის იმედი აქვს და საიმედო მეგობარ ბ უ რ ჯ ა ნ ა ძ ე ს წინ წამოსწევს ... სანდო ხ ა ი ნ დ რ ა ვ ა ს ,, ორჯერ თქმა არ სჭირდება“, ყოველთვის ,,ჩესტზეა“... რუსეთის სპეც სამსახურების დაკვეთილი ფილმი -,,შედევრი“, , ქართული საელმწიფოს დისკრედიტაციისკენაა მიმართული, ...
გუნდი შეიკრა.-. პუტინის დამქაშები . ძ მ ე ბ ი ,,გრეჩიხები“, ხაინდრავები, ბურჯანაძეები და მრავალი სხვა, ... ეცდებიან, პ უ ტ ი ნ თ ა ნ ჩასახუტებლად შეამზადონ, 25 წლის დამოუკიდებელ საქართველოს დ ე დ ა ქ ა ლ ა ქ ი... და დაამთავრონ თავისუფლება..და .მთლიანად მიყიდონ საქართველო, რ უ ს ოლიგარქებს .... ვერ ეღირსებიან ეს უღირსები..!!!.
... ეს მცდელობაც ჩაეშლებათ. ...ს ა ღ ა დ მოაზროვნე პ ა ტ რ ი ო ტ ი ქართველი ქვეყანას გადაარჩენს, ისე როგორც 2003, 2007, 2008 და 2012 -15 წლებში.....,
17:39 / 08-02-2016
რუსო
0
პრეზიდენტობა არა,მაგრამ ტელევიზიას ნამდვილად კარგად და საინტერესოდ გაართმევს თავს.
მსგავსი სიახლეები
"ვფიქრობთ, "იმედში" არსებული თავისუფალი ფართები შეგვიძლია ავითვისოთ"
"იმედის"ინფორმაციით, "მაესტროსთან" მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილმა მიიღო
"მთავრობაში "გრეჩიხას" "პალაჟენია" აქვს დაყენებული"
"ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ადგილი აქვს მესამე პირების მხრიდან "მაესტროს" სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობას"
+VIDEO "ირაკლი რუხაძე და კომპანია" აუცილებლად დაცლის "მაესტროს" პრინციპული ადამიანებისგან"
მაკა ასათიანი და გია გაჩეჩილაძე რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ
ჟურნალისტებმა, რომლებიც უარს აცხადებენ ლევან გაჩეჩილაძესთან თანამშრომლობაზე
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:23 / 20-10-2017  Image 2018 წლიდან გაზზე მომუშავე ავტომობილებისთვის რეგულაციები გამკაცრდება
საქართველოში დაახლოებით 200-250 ათასი ასეთი ავტომობილია
11:38 / 20-10-2017  Image ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერის მიერ სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ქართველი ქალიც გახდა
"ქანდაკებასავით გავშეშდი, ცნობილი პროდიუსერი, რომელთანაც კულტურაზე სასაუბროდ მივედი, ხალათით დამხვდა"
21:25 / 19-10-2017  Image ინციდენტი ლიკა ქავჟარაძის ნახატების გამოფენაზე - თაყვანისმცემელმა მსახიობის პორტრეტი გაიტაცა
+PHOTO "არტ გალერეა ვაკეში" ლიკა ქავჟარაძის გამოფენა გაიმართა
10:50 / 20-10-2017  Image თუ იტალიის ლამაზ, პატარა ქალაქში საცხოვრებლად გადახვალთ, 2 000 ევროს გადაგიხდიან
კანდელაში უამრავი ცარიელი, თეთრი სახლია, პანორამული ტერასებით, ორნამენტებიანი აივნებით, რომლებიც ახალ მცხოვრებლებს ელოდებიან
14:49 / 20-10-2017  Image თამრიკო ჭოხონელიძე გია როინიშვილს საჯაროდ მიმართავს: "სწორედ ამ უაზრო დაპირისპირებების გამო, მან ბევრი დრო დაკარგა..."
"ნუთუ არ გვაქვს უფლება, გვქონდეს ჩვენი ხედვა გაგვაჩნდეს, ჩვენი აზრი?!"
პოპულარული კომენტარები
ძალიან ვწუხვარ, მაგრამ რამდენი ,,სხვისი შვილი" მოუკლავთ თქვენი შვილისნაირ მთვრალ და დაუმორჩილებელ მძღოლებს, შეიძლება ზუსტად მაგ ფაქტით კიდევ ერთი უდანაშაულო სიცოცხლე გადაარჩინეს პატრულებმა. ეგ პოლიციელები ბევრად მსხვერპლნი არიან მოცემულ მომენტში. ბევრი ფაქტი მოხდა და თამამად ვამბობ, თქვენს შვილს რომ ვინმე გაეტანა, ის ციხეში არ ჩაჯდებოდა! ყინვაში, ქარში, გრტიგალში გარეთ მომუშავე ყველა პოლიციელი არის გმირი? მათი ხელფასი იცით? იცით რომ მათაც ჰყავთ შვილები, რომლებიც მთვრალი მძღოლების პოტენციური მსხვერპლნი არიან, ისევე როგორც ჩემი შვილიც... გონიერად მივუდგეთ ყველა საკუთარი შვილების აღზრდას...
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49