თამაზ მეჭიაური – გიორგი მარგველაშვილის შეფასება ქართველ ერზე გამართლა, რადგან ის ხალხმა აირჩია

თამაზ მეჭიაური – გიორგი მარგველაშვილის შეფასება ქართველ ერზე გამართლა, რადგან ის ხალხმა აირჩია

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის განცხადებით, პრეზიდენტ მარგველაშვილის გასული წლების ნაშრომებს ადრე რომ გაცნობოდა, არჩევნებზე სხვა გადაწყვეტილებას მიიღებდა.

როგორც მეჭიაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტის კვლევებში ჩაღრმავება ჯობდა ადრე მომხდარიყო, თუმცა ვინაიდან ასე არ არის, ქართველი ხალხი უნდა შეეგუოს იმას, რომ "ასეთი კაცი ჩვენ თვითონ შევარჩიეთ".

"თუ მისი ახალგაზრდობის დროინდელ კვლევებზე არის საუბარი, რა თქმა უნდა, ის იძლევა რაღაც მინიშნებების საფუძველს, მაგრამ ძალიან არ ჩავუღრმავდებოდი ახლა, რამდენადაც ეს ჯობდა ადრე მომხდარიყო. მე პირადად არ ვიყავი მისი მეცნიერული ნაშრომების გაცნობით დაკავებული. რომ მქონოდა ეს ინფორმაცია, ჩემი გადაწყვეტილება აუცილებლად სხვა იქნებოდა, თუმცა, რაც მოხდა უნდა შევეგუოთ იმას, რომ ჩვენ თვითონ შევარჩიეთ ასეთი კაცი, რომელსაც შეეძლო თავის ერზე ასე ელაპარაკა. დღევანდელი გადასახედიდან თუ გეტყვით, ალბათ სწორი იყო, როცა ასეთ შეფასებას აძლევდა ქართველ ერს. გამართლდა იმითი, რომ ის ხალხმა აირჩია," - განაცხადა მეჭიაურმა.

როგორც ცნობილია, პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი მმართველი გუნდის წევრმა გოგი თოფაძემ, მის მიერ ერთ-ერთ გაზეთში დაბეჭდილი მასალის გამო გააკრიტიკა. თოფაძის შეფასებით, მასში მარგველაშვილი ქართველ ხალხს "დაუნებად" მოიხსენიებს.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."