კახა კალაძე - გაზის დამატებითი მოცულობის წამოღებაზე კონსორციუმთან მოლაპარაკებები ძალიან აქტიურ ფაზაშია

კახა კალაძე - გაზის დამატებითი მოცულობის წამოღებაზე კონსორციუმთან მოლაპარაკებები ძალიან აქტიურ ფაზაშია

კონსორციუმთან, რომელშიც სხვადასხვა საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანიებია გაერთიანებული, გაზის დამატებითი მოცულობის წამოღებაზე მოლაპარაკებები ძალიან აქტიურ ფაზაშია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განუცხადა.

რაც შეეხება მის ვიზიტს აზერბაიჯანში, კალაძის თქმით, ის შეხვდა "სოკარის" პრეზიდენტ როვნაგ აბდულაევს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ გაზსაცავს, რომლის მშენებლობაც წელს იწყება.

კახა კალაძის თქმით, პროექტში როგორც წილობრივად, ისე ფინანსურად მონაწილეობის სურვილი აქვს "სოკარს". "უკვე დიდი ხანია ვსაუბრობთ კონსორციუმთან, რომ მოხდეს დამატებითი მოცულობების წამოღების შესაძლებლობა მილსადენიდან. კონსორციუმს, რომელშიც სხვადასხვა საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანიებია გაერთიანებული, 2011 წლიდან რამდენჯერმე მივმართეთ, რომ მოხდეს დამატებითი მოცულობების წამოღების შესაძლებლობა, თუმცა წერილობითვე უარს ვიღებდით და ახლა უკვე ძალიან აქტიურ ფაზაში ვართ და ვნახოთ, თუ მოგვეცა ამის შესაძლებლობა, რომ მივიღოთ დამატებითი მოცულობები", - განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ კონსორციუმი მოგვცემს დამატებით მოცულობებს, გახდება თუ არა საჭირო "გაზპრომიდან" გაზის დამატებითი მოცულობის წამოღება, მინისტრმა აღნიშნა, რომ ბუნებრივი აირის ის მოცულობები შეიძლება აღარ იყოს საჭირო, რაზეც დღესაა საუბარი.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."